ფეხბურთი

20:45 | 20.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემის” ინსტრუქცია თბილისში ჩამომსვლელი ფანებისთვის

 

საფეხბურთო კლუბ ლონდონის “ტოტენჰემის” ოფიციალურ ვებგვერდზე სარეკომენდაციო სტატია გამოქვეყნდა კლუბის ფანებისთვის, რომლებსაც ევროპის ლიგის პლეი ოფის პირველ მატჩში, თბილისში, “დინამო”-“ტოტენჰემის” დაპირისპირებაზე დასწრება სურთ.

“თბილისი საქართველოს დედაქალაქია, რომელშიც ძველი ისტორიული შენობები, თანამედროვე ნაგებობთანაა შერწყმული. ამ ქალაქში ბევრი არქიტექტურული ძეგლები და ქანდაკებებია. 

ქალაქში დანაშაულის ძალიან დაბალი დონეა და უსაფრთხოდ ითვლება. თუმცა, ბევრი ხალხის თავშეყრის ადგილზე სიფრთხილის გამოჩენაა საჭირო, რათა ჯიბის ქურდები აირიდოთ. ადგილობრივი პოლიცია ევროპულ მანერაში მუშაობს და ქალაქის ცენტრში მუდამ პატრულირებს. 

მართალია, ქალაქში პასპორტის მუდმივად ქონა საჭირო არაა, მაგრამ სასურველია,  თუკი პასპორტის ასლი თან გექნებათ. ყველა დანარჩენი ძვირფასეულობა, მათ შორის მოქმედი ეროვნული პასპორტი, სასტუმროს სეიფში დატოვეთ.

ადგილობრივ ვალუტას ლარს, გირვანქასთან მიმართებაში შემდეგი კურსი აქვს – 1 გირვანქა 2,5 ლარია. რეკომენდირებულია, რომ ფული “საქართველოს ბანკში” ან “პროკრედიტ ბანკში” გადაახურდავოთ.

თბილისში ჩასული ფანები ბევრ მაღაზიას, რესტორანსა და კაფეს ნახავთ. უნდა იცოდეთ, რომ ადგილობრივ კერძებში ბევრ ნიგოზსა და სოუსებს იყენებენ. თუ ნიგოზზე ალერგია გაქვთ, ვიდრე შეკვეთას მისცემთ, უპირველესად ოფიციანტთან უნდა გადაამოწმოთ ნიგვზიანია თუ არა კერძი.

ვალდებული ვართ გაგაფრთხილოთ, რომ ქალაქის ნებისმიერ წერტილში ქუჩაზე გადასვლის დროს მაქსიმალურად ფრთხილად უნდა იყოთ. არის ცალკეული გადასასვლელი ადგილები და გთხოვთ ისინი გამოიყენოთ. ტაქსი მოგზაურობის იაფი ვარიანტია, მაგრამ უნდა იცოდეთ, რომ ნებისმიერ ადგილზე წასასვლელად ფასი 5 ლარიდან იწყება. თუ ავტომანქანას იქირავებთ, მაშინ უნდა იცოდეთ, რომ უსაფრთხოების ღვედია საჭირო.

გზებზე მოძრაობის უსაფრთხოების მხრივ, თბილისში ის დონე არ არის, რაც დიდ ბრიტანეთსა და სხვა ევროპულ ქვეყნებში.
“დინამო არენაზე” 53000-ზე მეტი გულშემატკივარი ეტევა და ფანები მე-14 და მე-15 კარებებიდან უნდა შევიდნენ, სადაც ბილეთებს “ტოტენჰემის” პერსონალისგან მიიღებენ. როგორც ყოველთვის, “ტოტენჰემის” სტიუარდები ადგილზე იქნებიან, რათა საჭიროების შემთხვევაში დაგეხმარონ. სტადიონი ადგილობრივი დროით 6 საათზე გაიხსნება. მატჩის დაწყებამდე 2 საათით ადრე.

ჩვეულებისამებრ, სტადიონზე მინის ბოთლების შეტანა არ შეიძლება. ბილეთებს პოლიცია ამოწმებს და გთხოვთ, რომ ის შესამოწმებლად ყოველთვის მზად გქონდეთ. როგორც დიდი ბრიტანეთსა და ევროპის სხვა ქვეყნებში, დროშების, რომლებზეც რელიგიური და პოლიტიკური ხასიათის წარწერებია, სტადიონზე შეტანა არ შეიძლება. გთხოვთ, ესეც გაითვალისწინოთ.

ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, სტადიონზე ალკოჰოლური სასმელების შეტანა აკრძალულია. სრულებით შესაძლებელია, რომ “ტოტენჰემის” ფანები 10-15 წუთით შეაყოვნონ. გთხოვთ, მოუსმინოთ განცხადებას, რომელიც ინგლისურ ენაზე გაკეთდება შემდეგი ინსტრუქციების მისაღებად და ლოდინის დროს მომთმენნი იყოთ. 

სტადიონი ქალაქის ცენტრიდან 15 წუთის სავალზე მდინარის მარცხენა ნაპირზეა განლაგებული. ადგილობრივი ავტობუსები ღამის 11 საათამდე მუშაობენ. შესაძლოა, მატჩის გამო მათ უფრო გვიანობამდე იმუშაონ, მაგრამ ამის  გარანტია არ არსებობს. სტადიონთან მდებარე უახლოესი მეტროსადგურია “წერეთელი”, მაგრამ რეკომენდირებული ავტობუსებით ან ყვითელი მინი-ავტობუსებით სარგებლობა, რომელთა გაჩერება ნებისმიერ ადგილას შეიძლება.

კლუბი სამართლიანად ამაყობს გულშემატკივრების კარგი საქციელით ევროპული მოგზაურობების დროს და გთხოვთ, რომ კვლავ ასე მოიქცეთ, ადგილობრივ ტრადიციასა და კულტურას პატივი სცეთ.

გთხოვთ, დროშები ადგილობრივ ისტორიულ ძეგლებზე ან ქანდაკებებზე არ ჩამოკიდოთ, მათ შორის არქიტექტურულზე, რადგან ამან შესაძლოა ადგილობრივი მცხოვრებლები შეურაცხყოს.

და ბოლოს, დაბეჯითებით გთხოვთ, რომ ვიზიტის დასრულებამდე ყველგან სათანადოდ მოიქცეთ”.

აქვე გეტყვით, რომ “ტოტენჰემი” თბილისში 20 აგვისტოს 22:30 საათზე ჩამოფრინდება და სასტუმრო “თბილისი მარიოტში” დაბინავდება.


0.11637