ფეხბურთი

17:04 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ვან გაალზე ფიქრს არ ეშვება

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელ ლუი ვან გაალთან მოლაპარაკების გაგრძელებას გეგმავს.

ვარაუდობენ, რომ უახლოეს პერიოდში მხარეებს შორის შეხვედრა შედგება და მოლაპარაკებების მორიგი ეტაპი გაიმართება. Goal-ის ცნობით, თუ მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს 62 წლის ჰოლანდიელი “ტოტენჰემს” ზაფხულში ჩაიბარებს.

შეგახსენებთ, რომ გუნდის ამჟამინდელ მწვრთნელ ტიმ შერვუდს ლონდონელებთან კონტრაქტი მიმდინარე სეზონის ბოლომდე აკავშირებს.

0.131791