თვითმფრინავი, რომლითაც ლონდონის “ტოტენჰემი” მგზავრობდა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ნახევარსაათიანი დაგვიანებით, 23:00 საათისთვის დაეშვა. მიუხედავად იმისა, რომ ინგლისური გუნდი საქართველოს დედაქალაქს ჩარტერული რეისით ესტუმრა, სტუმართა დელეგაცია მაინც გადაღლილი სჩანდა.
“ტოტენჰემელებმა” აეროპორტში კომენტარებზე უარი განაცხადეს და მასმედიასთან ურთიერთობა არც სასტუმრო “
სხვათა შორის, მატჩისწინა სავარაუდო გრაფიკი უკვე არსებობს:
17.45 “ტოტენჰემის” პრესკონფერენცია (“დინამო არენას” მედია დარბაზი)
18.30 “ტოტენჰემის” ვარჯიში “დინამო არენაზე”. პირველი 15 წუთის შემდეგ, ვარჯიში დაიხურება
19.45 “დინამოს” პრესკონფერენცია (“დინამო არენას” მედია დარბაზი)
20.00 “დინამოს” ვარჯიში “დინამო არენაზე”. პირველი 15 წუთის შემდეგ ვარჯიში დაიხურება.
უეფა-ს ევროპის ლიგის პლეი-ოფში თბილისის “დინამოს” და ლონდონის “ტოტენჰემის” პირველი მატჩი 22 აგვისტოს 20:00 საათზე დაიწყება და მას ჰოლანდიელ მსაჯთა ბრიგადა გაუძღვება პოლ ვან ბოკელის ხელმძღვანელობით.