ფეხბურთი

18:27 | 28.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” სოლდადოში 30 მილიონს იხდის

ესპანური “ვალენსიას” ყოფილმა პრეზიდენტმა ანტონიო სესემ განაცხადა, რომ ლონდონის “ტოტენჰემმა” თავდამსხმელი რობერტო სოლდადო 30 მილიონ ევროდ გამოისყიდა.

ანდალუსიელთა ყოფილი პრეზიდენტის სიტყვებს Goal-ი ავრცელებს.

“ჩემთვის ცნობილი გახდა, რომ სულ მალე სოლდადო კლუბს გამოიცვლის. “ტოტენჰემმა” ის პუნქტი აამოქმედა, რომლის თანახმადაც მოთამაშის გამოსყიდვა შეეძლო. ლონდონელთა ხელმძღვანელობამ საუკეთესო გადაწყვეტილება მიიღო” - განაცხადა სესემ.

28 წლის სოლდადომ ესპანეთის პრიმერა დივიზიონის გასული სეზონის 35 მატჩში 24 გოლი გაიტანა.

 

0.117329