ფეხბურთი

15:27 | 1.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” მანჩინის ინგლისში დაბრუნებას აპირებს

 

ლონდონის “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა გუნდის მთავარი მწვრთნელის თანამდებობიდან ტიმ შერვუდის გაშვებას სეზონის დასრულების შემდეგ აპირებს და მისი შემცვლელს აქედანვე აქტიურად ეძებს.

ბრიტანული გამოცემების ინფორმაციით, სასურველ კანდიდატთა სიაში ერთ-ერთი პირველი რობერტო მანჩინია, რომელიც ამჟამად “გალათასარაის” უდგას სათავეში. ლონდონელებს მოსწონთ იტალიელი სპეციალისტის მიერ თურქულ კლუბში გაწეული სამუშაო და ზაფხულში მას ინგლისში დაბრუნებას შესთავაზებენ. მანჩინის გარდა, “ტოტენჰემის” ინტერესის სფეროში იმყოფებიან “აიაქსის” მთავარი მწვრთნელი ფრანკ დე ბური და ჰოლანდიის ეროვნული ნაკრების დამრიგებელი ლუი ვან გაალი.

შეგახსენებთ, რომ რობერტო მანჩინი ინგლისურ პერმიერლიგაში 2009-2013 წლებში მუშაობდა – “მანჩესტერ სიტის” წვრთნიდა და გუნდს ერთხელ ქვეყნის ჩემპიონის ტიტული მოაპოვებინა.

0.117087