ფეხბურთი

11:51 | 29.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” “ფიორენტინას” ლიაიჩზე დაეკონტაქტა

 

სერბეთის ეროვნული ნაკრებისა და ფლორენციის “ფიორენტინას” თავდამსხმელ ადემ ლიაიჩით, ლონდონის “ტოტენჰემი” დაინტერესდა.

La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 21 წლის ფეხბურთელის ტრანსფერთან დაკავშირებით, ინგლისელები იტალიელებს უკვე ესაუბრნენ.

ფლორენციელებს ლიაიჩთან კონტრაქტის გახანგრძლივება სურდათ, რომელსაც ვადა 2014 წლის ზაფხულში ეწურება, მაგრამ შეთანხმებას ვერ მიაღწიეს. შედეგად, “მილანისა” და ახლა უკვე “ტოტენჰემის” სახით, სერბს მთხოვნელები გამოუჩნდნენ და სავარაუდოდ, ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.

0.119949