ესპანური “სევილიას” მცველი ფედერიკო ფასიო კარიერას “ტოტენჰემში” გააგრძელებს. ბრიტანული გამოცემა The Telegraph-ის ინფორმაციით, ლონდონელები სევილიელებს ტრანსფერზე უკვე შუეთანხმდნენ და არგენტინელის სანაცვლოდ 8 მილიონ გირვანქას გადაუხდიან.
უახლოს ხანში, ფეხბურთელი ინგლისის დედაქალაქში სამედიცინო შემოწმების გასავლელად და კონტრაქტის გასაფორმებლად ჩავა.
განვლილ სეზონში, ფასიომ “სევილიას” რიგებში ყველა ტურნირზე 40 მატჩი ჩაატარა და 3 გოლი გაიტანა.