მიმდინარე სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ტოტენჰემი” ბრაზილიური “ინტერნასიონალის” ფორვარდის – ლეანდრო დამიაოს შეძენას კიდევ ერთხელ ცდის. Sky Sports-ის ცნობით, ნისლიან ალბიონზე გადაბარგების წინააღმდეგი არც თავად 23 წლის ბრაზილიელია.
“რა თქმა უნდა, ინგლისის პრემიერლიგაში თამაშზე ყველა ფეხბურთელი ოცნებობს. “ტოტენჰემი” ძლიერი ლონდონური კლუბია და მასზე უარს ვერ ვიტყვით”, - განაცხადა დამიაოს აგენტმა ვინისიუს პრატესმა.
არაოფიციალური ინფორმაციით, დამიაოს ხილვა იტალიურ “ნაპოლისაც” სურს.