ჰოლანდიური “ტვენტეს” ბელგიელი ნახევარმცველი ნასერ ჩადლი, დიდი ალბათობით ახალ სეზონს ლონდონში შეხვდება.
Sudpresse-ს ინფორმაციით, “ტოტენჰემის” ხელმძღვანელობა “ტვენტეს” წარმომადგენლებს 23 წლის ფეხბურთელის ტრანსფერზე უკვე შეუთანხმდნენ და ბელგიელის სანაცვლოდ შვიდ მილიონ ევროს გადაუხდიან.
საკუთარი ქვეყნის ეროვნული გუნდის ფეხბურთელმა ერედივიზიონის გასული სეზონის 26 მატჩში 12 გოლი გაიტანა. მისი შეძენა დონეცკის “შახტარსაც” სურდა.