ფეხბურთი

14:01 | 7.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ბეილს ხელფასს მოუმატებს

ლონდონის “ტოტენჰემი” გარეტ ბეილის შესანარჩუნებლად ყველა ღონეს ხმარობს. Mirror-ის ცნობით, ლონდონელები 23 წლის უელსელს ხელფასის სახით თვეში 680 ათას გირვანქა სტერლინგს შესთავაზებენ.

უახლოეს პერიოდში, ბეილი “ტოტენჰემთან” ერთად ახალი სეზონისთვის მზადებას დაიწყებს. კლუბის სამწვრთნელო შტაბი და ხელმძღვანელობა ცდილობს, რომ გუნდის ლიდერი მადრიდის “რეალში” არ გაუშვას.

სადღეისოდ, მთავარი უშუალოდ ბეილის გადაწყვეტილებაა. მისი საკითხი თვის ბოლომდე გადაწყდება.

0.114464