ფეხბურთი

15:09 | 2.05.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტოტენჰემი” ბეილს ჰალკით შეცვლის

 

ზაფხულის სატრანსფერო სეზონში, ლონდონის “ტოტენჰემის” მთავარი მიზანი სანკტ-პეტერბურგის “ზენიტის” ფორვარდის – ჰალკის შეძენა იქნება. ამის შესახებ London Evening Standard-ი იუწყება.

აღნიშნული წყაროს ინფორმაციით, ლონდონელთა თავკაცი ანდრე ვილაშ-ბოაში ბრაზილიელს გარეტ ბეილის შემცვლელად განიხილავს. მოგეხსენებათ, ბრიტანული ტაბლოიდები უელსელის წასვლაზე აქტიურად საუბრობენ და შესაძლოა, “ტოტენჰემმა” თავისი ლიდერი მართლაც დაკარგოს.

საგულისხმოა, რომ ვილაშ-ბოაში ჰალკს “პორტუდან” იცნობს – 2011 წელს, ორივე მათგანმა პორტუგალიის ჩემპიონატი და თასი, ასევე ევროპის ლიგა მოიგეს.

ვილაშ-ბოაში ჰალკის გადაბირებას “ჩელსიში” მუშაობის პერიოდშიც გეგმავდა, მაგრამ ტრანსფერი არ გამოუვიდა.

0.120558