ოთხშაბათს გამართულ სანაკრებო ამხანაგურ მატჩებში, ევროპის ლიგის პლეი ოფში თბილისის “დინამოს” მომავალი მეტოქის, “ტოტენჰემის” რამდენიმე ფეხბურთელმა მიიღო მონაწილეობა. ინგლისმა შოტლანდიას 3:2 მოუგო და “დეზების” 23 წლის მცველმა კეილ უოლკერმა, ინგლისელთა შემადგენლობაში 90 წუთი ითამაშა, ჟერმეინ დეფო კი თადარიგში იყო.
მეკარე უგო ლორისმა, საფრანგეთის ნაკრებს ბელგიელების წინააღმდეგ (0:0) უკაპიტნა და რამდენიმე რთული ბურთიც მოიგერია, კერძოდ, ედენ აზარისა და კევინ მირალასის დარტყმებს გაუმკლავდა. ბელგიის ნაკრებში ნასერ შადლიმ 70 წუთი ითამაშა, მუსა დემბელე კი ბოლოსკენ გამოჩნდა მინდორზე.
ზაფხულის ახალშენაძენმა პაულინიომ, ბრაზილია-შვეიცარიის (0:1) შეხვედრაში კინაღამ გამოიჩინა თავი, როცა საჯარიმოში ჩაწოდებულ ბურთს თავი დაუხვედრა, თუმცა მისი დარტყმული ხარიხამ აისხლიტა.
ისლანდიელმა გილფი სიგურდსონმა კი, ფარერების წინააღმდეგ (1:0) 90 წუთი ითამაშა.