ტიხვინის “ტოსნოს” ნახევარმცველის ანდრე პაზინის აზრით, რუსეთის თასის 1/16-ფინალში პერმის “ამკართან” პენალტების სერიაში მოგებული მატჩის (4:2) გმირი მეკარე ნუკრი რევიშვილია.
“რევიშვილი მართლაც მატჩის გმირია. პირველი შეხვედრა არაა, როდესაც გვიხსნა. გაიხსენეთ ნუკრიმ ტომსკში რა ჩაიდინა. მისი თამაშით გაკვირვებული არ ვართ. პირიქით, პენალტების სერიის დაწყებამდე დარწმუნებული ვიყავით, რომ ერთ დარტყმას მაინც მოიგერიებდა,” – იუწყება პაზინის სიტყვებს ინტერნეტპორტალი news.sportbox.ru.
აქვე გეტყვით, რომ განვლილ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 დასრულდა, ხოლო თერთმეტმეტრიანების სერიაში ქართველმა პერმელებს ორჯერ არ გაატანინა.