ფეხბურთი

12:03 | 15.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედოს” პრეზიდენტად გიორგი პაპიაშვილი დანიშნეს

 

საფეხბურთო კლუბ ქუთაისის “ტორპედოს” ახალი პრეზიდენტი გიორგი პაპიაშვილი იქნება. ამის შესახებ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

აქამდე, “ტორპედოს” პრეზიდენტი კომპანია “ვისოლის” ერთ-ერთი დამფუძნებელი ლევან ფხაკაძე იყო, ხოლო პაპიაშვილი კლუბში აღმასრულებელი დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა.

გასული სეზონის მეორე ნახევარში “ვისოლი” ქუთაისური კლუბიდან ფაქტობრივად წასული იყო, მაგრამ ახალი სეზონის წინ “ტორპედოს” დაფინანსება კვლავ გადაწყვიტა. შესაბამისად, კლუბის საქმეებსაც პაპიაშვილი გაუძღვება.

0.116518