დღეს, საღამოს, ქუთაისის “ტორპედო“ მეორე უცხოური შეკრების გასავლელად თურქეთში გაემგზავრება. როგორც ტორპედოელთა პრეს-სამსახური იუწყება, ესპანელი მწვრთნელის ჟერარდ სარაგოსა მულეტის გადაწყვეტილებით, ერთკვირიან მოსამზადებელ ეტაპში მონაწილეობას შემდეგი ფეხბურთელები მიიღებენ.
მეკარეები: მაქსიმე ქვილითაია, დავით კუპატაძე.
მცველები: ვაჟა ტაბატაძე, ზაზა ჭელიძე, გიორგი გაბაძე, რევაზ ჩიტეიშვილი, ომარ პატარკაციშვილი, ოთო კუსიანი.
ნახევარმცველები: მერაბ გიგაური, მათე ცინცაძე, ნიკა ფირცხალავა, გიორგი კუხიანიძე, ნიკა ახვლედიანი, ერეკლე სულთანიშვილი, ლუკა კიკაბიძე, იური ოლეფირენკო, გოგი გოგიჩაიშვილი, გიორგი გოროზია, ალეკო მზევაშვილი.
თავდამსხმელები: დავით ჯიქია, თორნიკე კაპანაძე, ნიკა საბანაძე.
რაც შეეხება 19-წლამდე ნაკრებში მყოფ ტორპედოელებს, ისინი გუნდს საქართველოში დაბრუნების შემდეგ შეუერთდებიან. “ტორპედო“ თურქეთში სამ ამხანაგურ მატჩს გამართავს, მეტოქე გუნდების ვინაობა კი დაზუსტების სტადიაშია.