უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში ქუთაისის “ტორპედო” სლოვაკურ “ჟილინასთან” 0:3 განადგურდა და აქედანვე ცხადია, რომ შემდეგ ეტაპზე ვეღარ გააღწევს. გაახალგაზრდავებული “ტორპედო” ძალიან მონდომებული კი გახლდათ, თუმცა, უფრო გამოცდილი მეტოქის წინააღმდეგ ვერაფერი გააწყო. “ჟილინას” მხრიდან დუბლი მაიტანმა შეასრულა, ერთხელაც კი თავი პიჩმა გამოიჩინა.