ფეხბურთი

23:43 | 31.07.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” ზედიზედ მე-4 ტესტ-მატჩში იმარჯვა

დღეს, ქუთაისის “ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე ამხანაგურ მატჩში პირველი ლიგის წარმომადგენელ ხონის “იმერეთს“ უმასპინძლა და 3:2 სძლია.

ტორპედოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, ანგარიში ალექსი ბენაშვილმა გახსნა, მალევე ორი შედეგიანი პენალტით სტუმრები გავიდნენ წინ, თუმცა მეორე ტაიმში თავისი მორიგი გოლი ჯერ ოთარ კვერნაძემ შეაგდო, თამაშის მიწურულს კი გოგი ფიფიამ გაიტანა. შედეგად, “ტორპედომ“ ზედიზედ მეოთხე ტესტ-მატჩში იმარჯვა.

აქვე მოგახსენებთ, რომ “ტორპედოში” ვარჯიში განაახლა მცველმა მიხეილ მახვილაძემ, ვინც მარტვილის “მერანთან“ საკონტროლო შეხვედრის დროს დაშავდა.

“ტორპედო“: ბობღიაშვილი (თებიძე, 46), ადამაძე, თოდუა (ჭედია, 75), ელიავა (მამასახლისი, 46), ტაბატაძე, ჩიკვილაძე (ჯოხაძე, 68), ბაბუნაშვილი (ჩაკვეტაძე, 46), ბენაშვილი (შენგელია, 60), მარკოზაშვილი (კვასხვაძე, 46), ფიფია, კვერნაძე (ქებურია, 65).

0.127911