ფეხბურთი

16:04 | 1.08.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” შეკრებაზე “ქართალსფორს” მოუგო

თურქეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ”, მორიგი ამხანაგური მატჩი ადგილობრივ “ქართალსფორთან” ჩაატარა და 3:2 გაიმარჯვა.

“ტორპედოს” პრესსამსახურის ინფორმაციით, ესპანელმა მთავარმა მწვრთნელმა ჟერარდ სარაგოსამ, გუნდი ასეთი შემადგენლობით ათამაშა:

ქვილითაია (მიქავა, 60), მთივლიშვილი (გაბაძე, 46), სანდოხაძე (სულთანიშვილი, 60), ზაზა ჭელიძე, უბილავა (კუსიანი, 46), გიგაური (ცინცაძე, 60), გოროზია (მარკოზაშვილი, 60), ტაბატაძე (მზევაშვილი, 60), კუხიანიძე (ფირცხალავა, 60), საბანაძე (ახვლედიანი, 60), კაპანაძე (დავით ჯიქია, 60).

მატჩის მე-9 წუთზე ანგარიში თორნიკე კაპანაძემ გახსნა. მანვე, 29-ე წუთზე მეტოქის კარი მეორედ აიღო. ორივე შემთხვევაში მას ასისტენტობა ვაჟა ტაბატაძემ გაუწია. მე-2 ტაიმის შუაწელში, თურქებმა ერთი საპასუხო გოლი გაიტანეს. მე-80 წუთზე, გიორგი გაბაძის პასით დავით ჯიქიამ ისარგებლა. “ქართალსფორმა” ანგარიში, კიდევ ერთელ, შეხვედრის ბოლო წუთზე შეამცირა.

თურქულ შეკრებაზე ქუთაისის “ტორპედო” ბოლო სპარინგს 2 აგვისტოს, ადგილობრივ ქვედალიგელ “პაიასის” წინააღმდეგ ჩაატარებს.

 

0.112619