ეს შეხვედრა საკმაოდ უჩვეულოდ დაიწყო. მოედანზე გამოსულ ფეხბურთელებს თავიანთ სათამაშო ფორმებზე მეორე მაისური ჰქონდათ გადაცმული. ზუგდიდელ ფეხბურთელებს ონიანი ეწერათ, ხოლო ტორპედოელთა გუნდი ორად იყო გაყოფილი, ზოგს 20-ნომრიანი მაისური ეცვა, ზოგს კი 77-ნომრიანი. ამ აქციით ფეხბურთელებმა თავიანთ ტრავმირებულ კოლეგებს, გიორგი ონიანსა და ვალერი ბოლქვაძეს გამოუცხადეს თანადგომა.
მასპინძლებმა უპირატესობა შეხვედრის დებიუტშივე მოიპოვეს და მე-6 წუთზე კინაღამ ანგარიშიც გახსნეს. ბერიაშვილის გადაცემის შემდეგ ტუღუში ურტყამდა სახიფათოდ, მაგრამ სამიზნემ დააღალატა. ტორპედოელთა შემტევმა საკუთარი შეცდომა მალევე გამოასწორა. მე-17 წუთზე მან ბურთი საჯარიმოს მისადგომებთან მიიღო, ოდნავ წინ წაიწია და გამიზნული დარტყმით ბურთი სტუმართა კარის კუთხეში მოათავსა – 1:0.
5 წუთის შემდეგ რიონისპირელებს ანგარიშის გაზრდაც შეეძლოთ. გრიგალაშვილის კარგი გადაცემის შემდეგ ბერიაშვილი ხელსაყრელ პოზიციაში აღმოჩნდა, მაგრამ რატომღაც დარტყმა დააგვიანა და კარის აღების შანსი ხელიდან გაუშვა.
24-ე წუთზე სტუმრებს თანაფარდობის აღდგენა მართებდათ. სწრაფი კონტრშეტევის შემდეგ თანაგუნდელებმა გაბედავა მეკარესთან პირისპირ გაიყვანეს, თუმცა მიგინეიშვილმა იყოჩაღა, ზუგდიდელის დარტყმული ფეხებით მოიგერია და თავისიანები აშკარა უსიამოვნებისგან იხსნა.
ტაიმის ბოლოს სტუმრებმა ერთი სახიფათო შეტევა კიდევ განახორციელეს. ლომიას პასით სიხარულია ხელსაყრელი პოზიციიდან ურტყამდა, მაგრამ ტორპედოელთა კაპიტანი ამჯერადაც უნაკლოდ გაისარჯა და თავის ვიზავის გათანაბრების საშუალება არ მისცა.
მეორე ტაიმში ტორპედოელთა უპირატესობა გამოიკვეთა. 53-ე წუთზე დოლიძის გადაცემის შემდეგ დათუნაიშვილი ურტყამდა ხელსაყრელი პოზიციიდან, თუმცა ბურთი კარის ჩარჩოში ვერ მოახვედრა. 20 წუთის შემდეგ ისევ დათუნაიშვილი ცდილობდა თავით ბურთის მეტოქის კარში გადაგზავნას რიგვავას ჩაწოდების შემდეგ, მაგრამ ბურთი მიზანს ამჯერადაც ააცილა.
77-ე წუთზე ტორპედოელებმა პატარა შედევრი გვიჩვენეს - გრიგალაშვილის ქუსლური პასით ბერიაშვილი მეკარესთან პირისპირ გავიდა და ტექნიური დარტყმით ბურთი თავზე გადაუგდო, ამ შემთხვევაში ძაგანიამაც ივარგა, მან მეტოქის ჩანაფიქრი გამოიცნო და ბურთი კუთხურზე მოიგერია.
მატჩის უკანასკნელი მონაკვეთიც ტორპედოელთა კარნახით წარიმართა. შეხვედრისთვის არბიტრის მიერ დამატებული მეორე წუთი იწურებოდა, როცა შეცვლაზე შესული ფანცულაიას გადაცემის შემდეგ, გრიგალაშვილი ორ მეტოქეს დაუსხლტა და ზუსტი დარტყმით მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მატჩის შემდეგ ,,მსოფლიო სპორტმა” ორივე გუნდის მწვრთნელებს კომენტარი ჩამოართვა:
გია გეგუჩაძე (“ტორპედო”): “ჩვენი მდგომარეობა ყველას კარგად მოეხსენება, ტრავმირებულები მოგვიმრავლდნენ, თუმცა ბიჭებმა საკუთარ თავში ძალა მონახეს და მატჩს სრულ მზადყოფნაში შეხვდნენ. დიდი მადლობა მათ ამისთვის.”
ელგუჯა ქომეთიანი (“ზუგდიდი”): “ჯერ მინდა გიორგი ონიანს მალე გამოჯანმრთელება და მწვანე მინდორზე დაბრუნება ვუსურვო. რაც შეეხება დღევანდელ მატჩს, გაბედავას რომ ის გოლი გაეტანა, შეიძლებოდა თამაში სხვა ანგარიშით დამთავრებულიყო, თუმცა ობიექტურად “ტორპედო” ჩვენზე ძლიერია. მას უკეთესი შემადგენლობაც ჰყავს და მოსამზადებელი პირობებიც უკეთესი აქვს, ამიტომ შედეგი ლოგიკურად მიმაჩნია.”
“ტორპედო” (ქუთაისი) – “ზუგდიდი” (ზუგდიდი) 2:0 (1:0)
14 აპრილი. ქუთაისი. “ცენტრალური” 18:00 სთ. 2000 მაყურებელი
“ტორპედო ”: მიგინეიშვილი (კ), ზ. ჭელიძე, გ. გურული, რიგვავა, ტაბატაძე, გ. დათუნაიშვილი, კუხიანიძე, ტუღუში (ფანცულაია 79), გ. დოლიძე (გიგაური 67), ელ. გრიგალაშვილი, ბერიაშვილი (საბანაძე 84);
მთავარი მწვრთნელი: გია გეგუჩაძე
“ზუგდიდი”: ძაგანია, აფაქიძე, აქუბარდია, ქვარცხავა, კანკია, რ. ონიანი, სიხარულია (კ) (კუკავა 84), წურწუმია (ხუბუა 46), შ. ლომია, გაბედავა, ეხვაია (ფარჯიკია 65);
მთავარი მწვრთნელი: ელგუჯა ქომეთიანი
გოლები: 1:0 ტუღუში (17), 2:0 გრიგალაშვილი (90+2);
გაფრთხილება: კუხიანიძე (40), სიხარულია (40), ეხვაია (57);
არბიტრი: მალხაზ ბეუქლიშვილი
I-VI ადგილებისთვის
ჩიხურა (საჩხერე) – დილა (გორი) 1:2 (0:1)
გოლი: 0:1 ირაკლი მოდებაძე (4), 1:1 ბესიკ დეკანოიძე (68), 1:2 ირაკლი მოდებაძე (1:2)
ტორპედო (ქუთაისი) – ზუგდიდი 2:0 (1:0)
გოლი: 1:0 ბექა ტუღუში (17), 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (90)
ზესტაფონი – დინამო (თბილისი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 ლევან ხმალაძე (49)
1. | დინამო (თბილისი) | 27 | 19 | 6 | 2 | 71:20 | 63 | |
2. | დილა (გორი) | 27 | 19 | 2 | 6 | 47:19 | 59 | |
3. | ტორპედო (ქუთაისი) | 27 | 16 | 6 | 5 | 46:20 | 54 | |
4. | ჩიხურა (საჩხერე) |
27 | 15 | 5 | 7 | 40:27 | 50 | |
5. | ზესტაფონი | 27 | 11 | 6 | 10 | 31:24 | 39 | |
6. | ზუგდიდი |
27 | 10 | 6 | 11 | 28:40 | 36 |
VII-XII ადგილებისთვის
ვიტ ჯორჯია (თბილისი) – კოლხეთი (ფოთი) 0:0
სიონი (ბოლნისი) – მერანი (მარტვილი) 3:1 (1:1)
გოლები: 0:1 საბა ლომია (30), 1:1, 2:1, 3:1 აკაკი მიკუჩაძე (40, 58, 80)
დინამო (ბათუმი) – მეტალურგი (რუსთავი) 0:1 (0:0)
გოლი: 0:1 გოგი ფიფია (68)
1. | მეტალურგი (რუსთავი) | 27 | 12 | 6 | 9 | 27:29 | 42 | |
2. | მერანი (მარტვილი) | 27 | 8 | 3 | 16 | 27:42 | 27 | |
3. | სიონი (ბოლნისი) | 27 | 6 | 7 | 14 | 20:42 | 25 | |
4. | ვიტ ჯორჯია (თბილისი) |
27 | 5 | 8 | 14 | 17:38 | 23 | |
5. | დინამო (ბათუმი) | 27 | 6 | 5 | 16 | 27:49 | 23 | |
6. | კოლხეთი (ფოთი) |
27 | 2 | 6 | 19 | 15:46 | 12 |
მეგოლეები:
21 - ჩისკო (3 პენ, "დინამო" თბილისი)
17 - ჯაბა დვალი (“დინამო” თბილისი)
16 - საბა ლომია (“მერანი”)
12 – ალვარო (“დინამო” თბილისი)
10 - ნიკა საბანაძე (“ტორპედო”)
9 - ირაკლი მოდებაძე (2, “დილა”)
8 - ლევან ხმალაძე (“დინამო”), დავით ოდიკაძე (6, “ჩიხურა”), ირაკლი სიხარულიძე (“მეტალურგი”), გიორგი ბერიაშვილი (“ტორპედო”), ბესიკ ჩიმაკაძე (1, “დინამო” ბათუმი)
7 - ირაკლი ქობალია (1, “ზუგდიდი”), დიმიტრი ტატანაშვილი (“დინამო” თბილისი)
6 – ელგუჯა გრიგალაშვილი (“ტორპედო”), მიხეილ ჯორბენაძე (“დინამო” ბათუმი), გიორგი მერებაშვილი (“დინამო” თბილისი), დავით კირკიტაძე (“ჩიხურა”) ბათუმი), რევაზ ჯიქია (“სიონი” / გუნდში აღარ არის)
5 - გიორგი კუხიანიძე (2, “ტორპედო”), თორნიკე გორგიაშვილი (“ზესტაფონი”), ნიკო კვასხვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ორივე - "ჩიხურა"), რომან ახალკაცი (“მეტალურგი”)
4 – რატი წინამძღვრიშვილი (“ზესტაფონი”), გიორგი გაბედავა (“ზუგდიდი”), გიორგი დათუნაიშვილი (“ტორპედო”), ნიკა დიასამიძე (“დინამო” ბათუმი), აკაკი მიკუჩაძე (1, “სიონი”)
3 – შოთა ლომია, დავით გამეზარდაშვილი (ორივე - “ზუგდიდი”), გულვერდ თომაშვილი, გიორგი კახელიშვილი, ნათან ჟუნიორი (ყველა - “დილა”), გიორგი ონიანი, ბექა ტუღუში (ორივე - “ტორპედო”), თორნიკე ბერიძე (“დინამო” ბათუმი), ლევან შარიქაძე, შოთა ბაბუნაშვილი (ორივე - “ზესტაფონი”), პავლე დათუნაიშვილი, შალვა კვანტალიანი (ორივე - “კოლხეთი”), გივი კვარაცხელია (“დინამო” თბილისი), გაგა ჩხეტიანი (“ჩიხურა”), ელგუჯა ლობჟანიძე (“ვიტ ჯორჯია”)
2 – ლევან კუტალია (1), ალექსანდრე ბენაშვილი, მიხეილ სარდალიშვილი (ყველა – “ზესტაფონი”), ზურაბ მენთეშაშვილი, გოგი ფიფია (ორივე - “მეტალურგი”), გიგა ამბროლაძე, ნოდარ ნოზაძე, მამუკა ტორონჯაძე (ყველა - "მერანი"), რევაზ გოცირიძე, თემურ შარაშენიძე, გიორგი მიქაბერიძე (ყველა - “მეტალურგი”), სანდრო გურული (1, “დინამო” ბათუმი), მიხეილ გორელიშვილი, ბაჩანა არაბული, დათო კვირკველია (1), ლაშა გვალია (1, ყველა - “დილა”), ირაკლი კლიმიაშვილი (“სიონი”), პაატა ცხვიტარია (“კოლხეთი”), გრიგოლ დოლიძე, ლაშა შერგელაშვილი (ყველა - “ტორპედო”), ალექსანდრე ბაციკაძე, ირაკლი ცნობილაძე, ამირან მუჯირი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ლაშა გაბრიჩიძე (“ვიტ ჯორჯია”), ზვიად სიხარულია (“ზუგდიდი”), ზვიად ლობჟანიძე (“მეტალურგი”), მათე ვაწაძე (“დილა”/ “ორჰუსი” დანია)
1 – თორნიკე აფციაური, ოთარ კვერნაძე, გიორგი კაჭკაჭიშვილი, თორნიკე გრიგალაშვილი, თედორე გრიგალაშვილი, ბერდია შარვაძე, იგორ იელიჩი, ბოტი გოა დემელი, თეიმურაზ ღონღაძე (ყველა - “ზესტაფონი”), გიორგი რეხვიაშვილი, გივი დიდავა, ვალერი იობაშვილი, დათა სიჭინავა, ლაშა კუჭუხიძე (ყველა - “მერანი”), პატრიკ მილხრაუმი, ვლადიმირ ვოსკობოინიკოვი, არჩილ ტვილდიანი (ყველა – “დინამო” თბილისი), ალექსანდრე კოშკაძე, გელა გოგიტიძე, ოლექსანდრ ტიმჩიშინი, კარენ მაკარიანი (ყველა - “დინამო” ბათუმი), ჯაბა უგულავა, დავით სვანიძე, გიორგი მანწკავა, ვილი ისიანი, დაჩი ფოფხაძე, პაველ ჰაიდუჩეკი, გიორგი ცხადაია (ყველა - “სიონი”), ედიკ საჯაია, ვაჟა ლომაშვილი, დავით დიღმელაშვილი, ნიკა გუშარაშვილი, ლაშა ჩიკვაიძე, ლევან ბაკურაძე, ჯაბა ბერიანიძე, როინ ონიანი, დავით ბოლქვაძე, ბესიკ დეკანოიძე (ყველა - “ჩიხურა”), ზაზა ჭელიძე, ვალერი ბოლქვაძე, მერაბ გიგაური, გიორგი ფანცულაია, ნიკა ფირცხალავა (ყველა - “ტორპედო”), გიორგი ვასაძე, ჯემალ გოგიაშვილი, გიორგი კორიფაძე, გურამ გურეშიძე, ირაკლი ღიბრაძე, გურამ ადამაძე, გიორგი ჯანელიძე (ყველა - “ვიტ ჯორჯია”), გიორგი ლაშქარავა, ირაკლი ეხვაია (ორივე - “ზუგდიდი”), ალექსანდრე კვახაძე, ვალერი კაციტაძე, კახა ალადაშვილი, გიგა ბეჭვაია, გოგიტა გოგუა, ზურაბ არზიანი, ლაშა გვალია, გიორგი ილურიძე (ყველა - “დილა”), ომარ გოგონაია, ილია პავლიაშვილი, თეიმურაზ ფარულავა, გიორგი ბუხაიძე (ყველა – “კოლხეთი”), ჯემალ გაბუნია (“დინამო” ბათუმი), ანზორ სუხიაშვილი, რევაზ გეწაძე, დენის დობროვოლსკი, გიორგი ქავთარაძე (ყველა - “მეტალურგი”), დავით ჯანელიძე (“მეტალურგი” / “თურანი” Aაზერბაიჯანი), ლაშა სალუქვაძე (“დილა” / “სკა –ენერგია” ხაბაროვსკი), რობერტინიო (“დინამო” თბილისი / “ინტერი” ბაქო), გიორგი ქუცურუა, გიორგი ფეიქრიშვილი, გიორგი ჭანკოტაძე, გიორგი ჭედია (ყველა – უგუნდოდ)
ავტოგოლები: 2- ალექსანდრე ინწკირველი (“მეტალურგი”), 1 - ირაკლი კვეკვესკირი, გელა გოგიტიძე (ორივე - “დინამო” ბათუმი), ლაშა კასრაძე (“ვიტ ჯორჯია”), გივი ქარქუზაშვილი (“მერანი”), გია ჩადუნელი (“კოლხეთი”)
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა
ვახტანგ დათიაშვილი ქუთაისიდან