ფეხბურთი

14:15 | 3.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” “საბურთალოც” დაამარცხა

2 აგვისტოს, ქუთაისის “ტორპედოს“ სავარჯიშო ბაზას პირველი ლიგის ბინადარი თბილისის საფეხბურთო კლუბი „საბურთალო“ (მწვრთნელი – გია ჭიაბრიშვილი) ეწვია და იმერლებთან ბუნებრივსაფარიან მოედანზე მოსამზადებელი შეხვედრა გამართა.

ქუთაისელთა ვებ-გვერდის ცნობით, “ტორპედოს“ სამატჩო შემადგენლობაში სიახლე იყო ბექა ტუღუშის გამოჩენა, რომელსაც გულშემატკივრები კარგად იცნობენ. გარდა ამისა, მთავარმა მწვრთნელმა რევაზ ძოძუაშვილმა სინჯებზე მყოფი 2 უკრაინელიც ათამაშა: მარცხენა მცველი ვალერი ბონდარენკო და საყრდენი ნახევარმცველი ილია დრევალი.

რაც შეეხება მატჩს, პერსპექტიული ახალგაზრდებით დაკომპლექტებული “საბურთალო“ მასპინძლებს პირველ ტაიმში ტოლ-სწორად ეთამაშა. შესვენებისთვის დაფიქსირებული ანგარიშიც ამას მეტყველებდა, თუმცაღა მეორე ტაიმში მასპინძელთა უპირატესობა აშკარა გახდა.

64-ე წუთზე ქებურიას აქტივობით ნიკო კვასხვაძემ გაიტანა ახლოდან – 1:0. 75-ე წუთზე მარჯვენა ფლანგიდან ტაბატაძის გადაცემის შემდეგ ბურთი ცოტნე ქებურიამ მოახვედრა მიზანში – 2:0. 89-ე წუთზე მამასახლისის პასით გოგი ფიფიამ მესამედ და ამ შეხვედრაში უკანასკნელად აიღო სტუმართა კარი – 3:0. ეს “ტორპედოს“ ზედიზედ მეხუთე მოგებული სპარინგია.

“ტორპედო“: ბობღიაშვილი (თებიძე, 78), ტაბატაძე, თოდუა, აბრამიძე, ბონდარენკო, ჩაკვეტაძე (დრევალი, 70), ელიავა (ბაბუნაშვილი, 57), ბენაშვილი (კვასხვაძე, 39), მარკოზაშვილი (მამასახლისი, 46), ტუღუში (ქებურია, 60), ფიფია.

“საბურთალო“: ლ.კუპატაძე (ქურდაძე, 46), ბარამიძე, გ. მარგველაშვილი, კაკიაშვილი, ნადარაია (ალთუნაშვილი, 38), ბლიაძე, ბიძინაშვილი, ხორხელი, რუხაძე, ჩაბრაძე (გვარაძე, 50), გოშთელიანი (დ. კაპანაძე, 50).

მსაჯი: კობა ჭაჭუა (ქუთაისი).

0.114454