ფეხბურთი

12:53 | 22.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედომ” პირველი სპარინგი დიდი ანგარიშით წააგო

ქუთაისის “ტორპედომ”, რომელსაც ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს ესპანელი ჟერარდ სარაგოსას სახით, ავსტრიულ შეკრებაზე პირველი ამხანაგურ მატჩი ადგილობრივ “გრიოდიგთან” 1:5 წააგო.

“ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, ქუთაისელებმა განვლილი სპარინგი შემდეგი შემადგენლობით ჩაატარეს:

ქვილითაია (მიგინეიშვილი, 46), მთივლიშვილი (ტაბატაძე, 46), სანდოხაძე (ნიკა ჭანტურია, 20), ზაზა ჭელიძე (გაბაძე, 46), უბილავა (ჩიტეიშვილი, 46), მათე ცინცაძე (გოროზია, 46), მერაბ გიგაური (დავით ჯიქია, 46), ახვლედიანი (კუხიანიძე, 20), მზევაშვილი (მარკოზაშვილი, 46), ფანცულაია (ზარანდია, 46), კაპანაძე (ბარაბაძე, 46).

“ტორპედომ” საწყის 20 წუთში სამი უპასუხო გოლი გაუშვა, ხოლო სარაგოსას შეგირდებმა ანგარიშში სხვაობა 65-ე წუთზე შეამცირეს. თუმცა, ავსტრიელებმა კიდევ ორი გოლი გაიტანეს და ქუთაისელებს ოთხი ბურთით აჯობეს.

მომდევნო ამხანაგურ თამაშს “ტორპედო” 24 ივნისს სლოვაკეთის “კოშიცესთან” ჩაატარებს.


თეგებიტორპედო
0.154569