ესპანეთში შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი ამხანაგური მატჩი რუმინეთის “ოცელულთან” ჩაატარა, რომელიც 1:1 დასრულდა.
საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდის ცნობით, მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ გუნდი შემდეგი შემადგენლობით ათამაშა:
მაქსიმე ქვილითაია, რიგვავა, ცინცაძე, ზაზა ჭელიძე, ტაბატაძე, მერაბ გიგაური (მარკოზაშვილი, 55), გიორგი დათუნაიშვილი (გოგიჩაიშვილი, 60), ფირცხალავა (გიორგი დათუნაიშვილი, 74), ვალერი ბოლქვაძე (ახვლედიანი, 60), ფანცულაია, საბანაძე (ვახტანგ კვარაცხელია, 55).
შეხვედრის 65-ე წუთზე ანგარიში კოსმინ ვანკეამ გახსნა, ხოლო 68-ე წუთზე, ნიკა ახვლედიანის პასის შემდეგ, საჯარიმოს ფარგლებს გარედან დარტყმით თანაფარდობა გიორგი ფანცულაიამ აღდგინა.
ესპანეთიდან გამომგზავრებამდე, “ტორპედო” კიდევ ერთ სპარინგს 16 თებერვალს ჩაატარებს და ქუთაისელთა მეტოქე ნორვეგიის “სტრომსგოდსეტი” იქნება.
ფოტო fctorpedo.ge