ქუთაისის “ტორპედომ” ახალი მთავარი მწვრთნელის რევაზ ძოძუაშვილის ხელმძღვანელობით პირველი მატჩი ჩაატარა და “ბენდელას თასზე” პირველლიგელ ხონის “იმერეთს” პენალტების სერიაში აჯობა (4:3). ქუთაისელთა საწვრთნელ ბაზაზე გაამრთული შეხვედრის ძირითადი დრო 0:0 დასრულდა და თერთმეტმეტრიანები უკეთ ძოძუაშვილის შეგირდებმა დაარტყეს.
საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” პრესსამსახურის ცნობით, განვლილი მატჩი გუნდებმა შემდეგი შემადგენლობებით ჩაატარეს:
“ტორპედო”: საბა ცაბუტაშვილი (ლევან გორდეზიანი 46), შოთა ანასაშვილი (მიხეილ ჩხარტიშვილი 15, (ოლეგ მამასახლისი 50), ნიკა ხარაბაძე (ბექა ჭუმბურიძე 46), თორნიკე ჩადუნელი (გიორგი ლობჟანიძე 67), ბაქარ ლაღაძე, გიგა ცაბუტაშვილი (ავთანდილ ბაგაშვილი 46), თეიმურაზ მარკოზაშვილი, დათო ლორთქიფანიძე (ზვიად ჩხეტიანი 30, გოგი გოგიჩაიშვილი 46, ზურაბ ხურციძე 82), თენგო ხაბელაშვილი (ბექა ტუღუში 23, გიორგი ცხადაძე 52), კობა თორთლაძე (გია ღვიტიძე 46), ოთარ კვერნაძე.
“იმერეთი”: გიგლა ბერძენაძე (პაატა მელაძე 75), ლევან გაჩეჩილაძე (ოთარ ტორაძე 46), გიორგი მანაგაძე, გიორგი ხელაძე, ირაკლი ჭანკვეტაძე, თამაზ ბაბუნაშვილი (ჯემალ კილაძე 46), მათე აშვეთია (თორნიკე ვაშაკიძე 46), გუგა ხვიჩია (დათო გოდერიძე 46), დათო კუხალაშვილი, ნიკა ჩიხლაძე, გიორგი ცაგარეიშვილი (დემურ ხაბურძანია 46).
აქვე გეტყვით, რომ “ტორპედოში” ვარჯიშობს ფორვარდი ბექა ტუღუში, რომელიც 2012-2013 წლების სეზონში ამ კლუბში თამაშობდა, ხოლო მიმდინარე ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი რუსთავის “მეტალურგში” გაატარა.
გთავაზობთ „ბენდელას თასის“ ჯგუფურ ეტაპზე „ტორპედოს“ თამაშების განრიგს:
28 იანვარი, „ტორპედო“ – „ქუთაისი“ („ტორპედოს“ ბაზა, დასაწყისი 14:30 საათზე)
1 თებერვალი, „ტორპედო“ – „ზუგდიდი“ („ტორპედოს“ ბაზა, დასაწყისი 13:00 საათზე)
3 თებერვალი, „ტორპედო“ – „ზესტაფონი“ („ტორპედოს“ ბაზა, დასაწყისი 14:30 საათზე)
24 იანვარს “ტორპედო” ამხანაგურ მატჩს სტუმრად “ზესტაფონთან” ჩაატარებს. სპარინგი “ზესტაფონის” საწვრთნელ ბაზაზე 15:00 საათზე დაიწყება.
ფოტო fctorpedo.ge