18 ივნისს, თბილისი-მიუნხენის ავიარეისით ქუთაისის “ტორპედომ“ ავსტრიისკენ აიღო გეზი, გერმანიის ქალაქიდან ავტობუსით დანიშნულების ადგილამდე ორ საათნახევარი იმგზავრა და სასტუმრო Bუნდესსპორტცენტრუმ-ში დაბანაკდა.
ტორპედოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუშინვე გუნდმა ავსტრიის ულამაზეს კურორტ ობერტრაუნში პირველი ვარჯიში გამართა. მზადება იდეალურ პირობებში მიმდინარეობს. ამ დროისთვის ყველა ფეხბურთელი მწყობრშია, გიორგი კუხიანიძის და ნიკა ფირცხალავას გარდა, რომლებსაც მცირე ტრავმები აქვთ.
დღევანდელი განრიგის თანახმად, დილით, ფეხბურთელებმა სპორტულ დარბაზში კორდინაციასა და სისწრაფეზე ივარჯიშეს, საღამოს კი ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით, მინდორზე კვლავ ტექნიკურ-ტაქტიკური ვარჯიში ჩატარდება.
“ტორპედოს“ განკარგულებაშია 4 ბუნებრივი და 1 ხელოვნურსაფარიანი მოედანი, ღია და დახურული აუზები. ასევე, ტანვარჯიშისა და სატრენაჟორო დარბაზები.