ფეხბურთი

22:25 | 8.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო“ სლოვაკეთშია და “ჟილინასთან” განმეორებითი მატჩისთვის ემზადება

ქუთაისის “ტორპედო” თბილისი-ვენის რეისით ავსტრიაში ჩავიდა, შემდეგ კი სლოვაკეთამდე ავტობუსით იმგზავრა და დანიშნულების ადგილზე დაბინავდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას “ტორპედოს” ოფიციალური ვებ-გვერდი ავრცელებს.

ქუთაისურმა გუნდმა ქალაქ ჟილინაში უკვე პირველი ვარჯიშიც ჩაატარა და ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩისთვის მზადებას აგრძელებს, რომელსაც 11 ივლისს, “პოდ დუბნომის“ 11 000-იან სტადიონზე მასპინძელ “ჟილინასთან“ გამართავს.

შეგახსენებთ, რომ “ტორპედოს” სლოვაკებთან საშინაო შეხვედრა 0:3 აქვს წაგებული.

0.112479