ავსტრიულ შეკრებაზე მყოფმა ქუთაისის “ტორპედომ” მორიგი საკონტროლო მატჩი ჩაატარა და სლოვაკეთის მეორე ლიგის მეორეადგილოსან “სპორტ პოდბრეზოვას“ უგოლოდ გაეყარა.
იმერული კლუბის ესპანელმა თავკაცმა ჟერარდ სარაგოსამ სლოვაკთა წინააღმდეგ ასეთი შემადგენლობა ათამაშა: ომარ მიგინეიშვილი (მაქსიმე ქვილითაია, 46), ვაჟა ტაბატაძე (გიორგი გაბაძე, 46), ნიკა ჭანტურია, ზაზა ჭელიძე (ნიკა სანდოხაძე, 46), რევაზ ჩიტეიშვილი (დავით უბილავა, 46), მათე ცინცაძე, გიორგი გოროზია (ალეკო მზევაშვილი, 46), მერაბ გიგაური, გიორგი კუხიანიძე, გიორგი ფანცულაია, რევაზ ბარაბაძე (თეიმურაზ მარკოზაშვილი, 46).
შეგახსენებთ, რომ “ტორპედო” უეფა-ს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდისთვის ემზადება. 4 ივლისს, 21:00 საათიდან ტორპედოელები ქუთაისში სლოვაკეთის “ჟილინას” დაუპირისპირდებიან.