სანაკრებო პაუზის შემდეგ ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატი განახლდა. ამჯერად ყველა მატჩი ერთ დღეს გაიმართა და რაღაც-რაღაც საინტერესოებიც მოხდა. მაგალითად, “ტოტენჰემთან” და “გურიასთან” შერცხვენის შემდეგ, თბილისის “დინამომ,” როგორც იქნა, ნორმალურად ითამაშა და “ზუგდიდს” დამაჯერებლად მოუგო. ისევ არ ითამაშეს ჩოსკომ, ძარიამ და კვირკველიამ, რომლებიც ინდივიდუალურად ვარჯიშობენ. კაპიტანი კი ლევან ხმალაძე იყო. დინამოელთა დამრიგებელმა, დუშან უჰრინმა შემდეგ თქვა: ლორიას ბოლო დროს კონცენტრაცია აქვს დაკარგული და ვარჩიე კაპიტნის სამკლავური ხმალაძესთვის გადამეცა. ხმალაძე მინდვრის მოთამაშეა და უფრო მისღებია ჩემთვის. სულ ეს არისო... და კიდევ, ქართულ ჩემპიონატში პირველად გაიტანა რუმინელმა დორინ გოგამ.
ასევე პირველად გაიტანა მარტვილის “მერანის” 19 წლის დებიუტანტმა ბექა ციკოლიამ. სხვათა შორის “ჩიხურასთან” მატჩში მან საგოლე გადაცემაც მიითვალა და მწვრთნელი მალხაზ ჟვანია ერთობ კმაყოფილი დატოვა. ბექა მოსკოვის “სპარტაკის” აღზრდილია და შარშან გადავიდა მარტვილელთა გუნდში. “მერანმა” ლიდერ “ჩიხურას” სამტრედიაში უმასპინძლა და მოულოდნელად დაძაბულ ბერძოლაში 3:2 დაამარცხა. საჩხერელებს თამაში არ წაუვიდათ და ეს მერე მათმა დამრიგებელმა სოსო ფრუიძემაც აღნიშნა: ძალიან ცუდად ვითამაშეთო.
ზემოიმერელთა წაბორძიკებით ქუთაისელებმა ისარგებლეს. “ტორპედომ” გიორგი კუხიანიძის გოლით მოუგო წინა ტურის გმირს – ლანჩხუთის “გურიას” და პირველ ადგილზე დადგა. აღსანიშნავია ახალგაზრდა ქუთაისელი ფებურთელების ჟინი და მონდომება. თუ ეს შემადგენლობა შეინარჩუნეს, მალე ქუთათურებს მართლაც კარგი გუნდი ეყოლებათ.
სერბი რატკო დოსტანიჩის ხელმძღვანელობით პირველად მოიგო “ზესტაფონმა.” მარგველებმა 2 გოლი გაუტანეს ნუკრი რევიშვილს, რაც იოლი საქმე არ არის. “სპარტაკი” კი ისევ დამარცხდა, ზედიზედ მეოთხედ და ლიგაში ერთადერთ მოუგებელ გუნდად რჩება. მათი შემადგენლობიდან გამომდინარე, ეს ცოტა უცნაურია, თუმცა რუსთავურ მატჩში ისინი მსაჯობით უკმაყოფილონი დარჩნენ. კერძოდ, 0:1 აგებდნენ და 86-ე წუთზე ანგარიში გაათანაბრეს. სტუმართა ფეხბურთელმა პასი რუსთაველთა საჯარიმოში გახსნილ თორნიკე თუხარელს მისცა, რომელსაც მასპინძელმა ანზორ სუხიაშვილმა დაასწრო, მაგრამ ბურთი უხეიროდ მოიგერია და სპარტაკელმა გოლი გაიტანა. თუმცა, თანამსაჯმა ლევან ვარამიშვილმა თუხარელზე თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა. არადა, პასის მომენტში ცხინვალელი ფეხბურთელი აშკარად სუხიაშვილის ზურგსუკან იყო. თან, ვარამიშვილმა ალამი გოლის გასვლის შემდეგ ასწია.
შეხვედრის დასრულების შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, “სპარტაკის” თავკაცმა ვლადიმერ ხაჩიძემ აღნიშნა, რომ ხსენებული ეპიზოდის ვიდეოგამეორება ნახა და მსაჯი აშკარად შეცდა.
ასეთი იყო მოკლედ ტურის მთავარი ამბები. 17 სექტემბერს კი ორი გადმოტანილი მატჩი გაიმართება: “დინამო” “სპარტაკს” უმასპინძლებს, “ტორპედო” – “დილას.”
მერანი (მარტვილი) – ჩიხურა (საჩხერე) 3:2 (3:1)
გოლები: 1:0 გიორგი მელქაძე (10), 2:0 ბექა ციკოლია (22), 2:1 ჯაბა ჯიღაური (24), 3:1 შოთა ბაბუნაშვილი (40), 3:2 დავით ოდიკაძე (90)
სიონი (ბოლნისი) – ვიტ ჯორჯია (თბილისი) 1:1 (1:0)
გოლები: 1:0 ლადო ახალაია (8), 1:1 ირაკლი ღიბრაძე (80)
მეტალურგი (რუსთავი) – სპარტაკი (ცხინვალი) 1:0 (1:0)
გოლი: 1:0 გიორგი ბერიაშვილი (22)
ტორპედო (ქუთაისი) – გურია (ლანჩხუთი) 1:0 (0:0)
გოლი: 1:0 გიორგი კუხიანიძე (73)
ზესტაფონი – დილა (გორი) 2:0 (1:0)
გოლები: 1:0, 2:0 ირაკლი ქობალია (40, 64)
დინამო (თბილისი) – ზუგდიდი 3:0 (1:0)
გოლები: 1:0 ჯაბა დვალი (27), 2:0 ელგუჯა გრიგალაშვილი (50), 3:0 გოგა (66)
მეგოლეები:
3 – გრიგოლ დოლიძე (“დილა”), დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”), ლადო ახალაია (“სიონი”)
1. |
ტორპედო |
4 |
3 |
1 |
0 |
6:3 |
10 |
|
2. |
ჩიხურა |
5 |
3 |
0 |
2 |
10:7 |
9 |
|
3. |
მერანი |
5 |
3 |
0 |
2 |
7:7 |
9 |
|
4. |
ვიტ ჯორჯია |
5 |
2 |
2 |
1 |
7:3 |
8 |
|
5. |
მეტალურგი |
5 |
2 |
2 |
1 |
5:6 |
8 |
|
6. |
დინამო |
4 |
2 |
1 |
1 |
7:4 |
7 |
|
7. |
სიონი |
5 |
2 |
1 |
2 |
7:5 |
7 |
|
8. |
დილა |
4 |
2 |
1 |
1 |
6:4 |
7 |
|
9. |
გურია |
5 |
2 |
0 |
3 |
3:7 |
6 |
|
10. |
ზესტაფონი |
5 |
1 |
1 |
3 |
5:6 |
4 |
|
11. |
ზუგდიდი |
5 |
1 |
1 |
3 |
3:9 |
4 |
|
12. |
სპარტაკი |
4 |
0 |
0 |
4 |
1:6 |
0 |
შენიშვნა: საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დებულების თანახმად, უმაღლეს, პირველ და დუბლების ჩემპიონატებში თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, ადგილები შემდეგი პრიორიტეტული პრინციპით გაირკვევა:
- ჩემპიონატში უშუალოდ ურთიერთშეხვედრების შედეგები (ქულათა რაოდენობა და შემდეგ ბურთების უკეთესი სხვაობა. ბურთების ერთნაირი სხვაობის შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება გუნდს, რომელსაც ერთმანეთთან შეხვედრებში სტუმრად მეტი გოლი აქვს გატანილი);
-ჩემპიონატში მოგებათა მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატში გატანილი და მიღებული ბურთების უკეთესი სხვაობა;
-ჩემპიონატში გატანილი გოლების მეტი რაოდენობა;
-ჩემპიონატის განმავლობაში, გუნდის მიერ მიღებული წითელ-ყვითელი ბარათების რაოდენობა (წითელი 3 ქულა, ყვითელი – 1 ქულა. თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა მიენიჭება ნაკლებ წითელ ბარათს);
-თუ გუნდებს ეს მაჩვენებელიც თანაბარი აღმოაჩნდებათ, ადგილების გამოსავლენად მოეწყობა კენჭისყრა