ფეხბურთი

15:47 | 22.07.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” მეორე შეკრებას თურქეთში გაივლის

საქართველოს ჩემპიონატის უმაღლესი ლიგის სტარტამდე, ქუთაისის “ტორპედო” კიდევ ერთ უცხოურ შეკრებას გაივლის.

“ტორპედოს” პრესსამსახურის ცნობით, ესპანელი მთავარი მწვრთნელის, ჟერარდ სარაგოსას ხელმძღვანელობით ქუთაისელები თურქეთში მოემზადებიან.

გუნდი თურქეთში ოთხშაბათ საღამოს გაემგზავრება და ქალაქ ნევსეჰირიდან 35 კილომეტრის მოშორებით სასტუმრო Avrasia Hotel-ში დაბინავდება, სადაც 24 ივლისიდან 3 აგვისტომდე დაჰყოფს.

“ტორპედო” 28 და 31 ივლისს, ასევე, 2 აგვისტოს ამხანაგურ თამაშებს ჩაატარებს. მეტოქეები მოგვიანებით გაირკვევა.

შეგახსენებთ, რომ სეზონისთვის მზადების პერიოდში, “ტორპედომ” პირველი შეკრება ავსტრიაში გაიარა.


0.120004