ფეხბურთი

22:43 | 9.02.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” “გურიას” დაუზავდა

საკონტროლო მატჩების ჩატარებას აგრძელებს ქუთაისის “ტორპედო“. იმერულმა კლუბმა საწვრთნელი ბაზის ხელოვნურ მინდორზე უმაღლეს ლიგაში მე-4 ადგილზე მყოფი დავით მახარაძის დამოძღვრილი ლანჩხუთის “გურია“ მიიღო და 1:1 ითამაშა.

შეხვედრაში, რომელიც გარკვეული მიზეზის გამო დაგეგმილზე საკმაოდ გვიან დაიწყო, გამარჯვებული არ გამოვლენილა, რამეთუ გუნდებმა შედეგიანი პენალტები გაცვალეს.

70-ე წუთზე ქუთაისელთაგან მამუკა ღონღაძემ მისივე წაქცევისთვის დანიშნული თერთმეტმეტრიანი დარტყმა შეასრულა უშეცდომოდ. ორ წუთში კი “გურიადან“ გიორგი გაგნიძემ საპასუხო გოლი შეაგდო.

მომდევნო სპარინგ-მატჩს რევაზ ძოძუაშვილის გაწვრთნილი “ტორპედო” 11 თებერვალს, ისევ საკუთარ ბაზაზე, ამჯერად საჩხერის “ჩიხურასთან“ ჩაატარებს.

www.fctorpedo.ge

0.115669