ფეხბურთი

0:16 | 30.01.2014 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო” ფოთელებთან დამარცხდა

29 იანვარს ქუთაისის “ტორპედომ“ საკუთარ საწვრთნელ ბაზაზე მორიგი საკონტროლო მატჩი გამართა და პირველი ლიგის A ზონის ლიდერ ფოთის “კოლხეთთან“ (მწვრთნელი – ზაზა ინიაშვილი) 0:1 წააგო.

ეს ერთადერთი გოლი თამაშის 22-ე წუთზე ლაშა კუკავამ გაიტანა, რომელმაც “ტორპედოს“ მეკარესთან პირისპირ გასვლით ისარგებლა.

გასულ სპარინგ-მატჩში ქუთაისელთა თავკაცმა რევაზ ძოძუაშვილმა რამდენიმე ახალი ფეხბურთელი გამოსცადა, მათ შორის იყო ეროვნული ნაკრების ყოფილი წევრი ზაალ ელიავაც.

ტორპედოელთა ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, გუნდებმა შემდეგი შემადგენლობით ითამაშეს. 

“ტორპედო”: როინ კვასხვაძე (ალექსანდრე ადამია, 46), თორნიკე ჩადუნელი, დავით ლომიძე (ბაქარ ლაღაძე, 46), მალხაზ მაჭუტაძე (ზურაბ ხურციძე, 72), ლევან თვალავაძე (გიორგი ალიბეგაშვილი, 46), გიგა ცაბუტაშვილი (ვილენ ჭრელაშვილი, 46), გივი დუდუჩავა (ბაგრატ კოღუაშვილი, 46), გიგა ჯუღელი (თორნიკე მაჭავარიანი, 46), ზაალ ელიავა (ალეკო ნაცვლიშვილი, 46), გოჩა ლორთქიფანიძე (ბექა ტუღუში, 46), გიორგი ხეცურიანი (ოთარ კვერნაძე, 46).

“კოლხეთი”: ილია მაღრაძე (ლაშა ძაგანია, 46), გიორგი კილასონია (ამირან წაბრია, 46), გიორგი კრასოვსკი, პაატა ცხვიტარია, ლევან კაკულია (მამუკა ლორია, 46), კონსტანტინე ბარამიძე, ბექა ხოშტარია, ლევან გულუა (თემურ ბეჩეხია, 60), ირაკლი მოისწრაფიშვილი (ალექსანდრე ქორჩილავა, 46), დათა სიჭინავა (აპოლონ სარსანია, 46), ლაშა კუკავა (გურამ მახარაძე, 60).

0.17506