ქუთაისის “ტორპედოსა” და ნახევარმცველ ვალერი ბოლქვაძეს შორის კონტრაქტი ურთიერთშეთანხმების საფუძველზე შეწყდა. ამის შესახებ, საფეხბურთო კლუბ “ტორპედოს” ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.
25 წლის ბოლქვაძე ქუთაისურ კლუბში შარშან ჩაირიცხა და 30 ოფიციალურ მატჩში 2 გოლი გაიტანა.
სეზონის მიწურულს, მან ბოლნისის “სიონთან” შეხვედრაში ტრავმა მიიღო და დარჩენილ მატჩებში გუნდს აღარ დახმარებია.
ფოტო fctorpedo.ge