ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ვალერი ბოლქვაძეს ქუთაისის “ტორპედოსთან“ გაფორმებული კონტრაქტის მოქმედება შეუწყდა. აღნიშნულის შესახებ იმერული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი იუწყება.
“ტორპედოში“ შარშან ჩარიცხულმა 25 წლის ნახევარმცველმა ქუთაისელთა რიგებში სულ 30 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და 2 გოლი გაიტანა.
კლუბი მადლობას უხდის ბოლქვაძეს “ტორპედოს” ღირსების დაცვისთვის და წარმატებებს უსურვებს მომავალში.