27 ივნისს გამართული ბოლო ავსტრიული სპარინგ-მატჩის (სლოვაკურ “პოდბრეზოვასთან“ – 0:0) შემდეგ ქუთაისის “ტორპედომ“ მომდევნო ორი დღის განმავლობაში ორჯერადი ვარჯიშები ჩაატარა და უცხოეთში მიმდინარე მოსამზადებელი ეტაპიც დაასრულა. ქუთაისური გუნდი 1 ივლისს, გამთენიისას დაბრუნდება სამშობლოში. ჟერარდ სარაგოსას გუნდი 4 ივლისს ევროპის ლიგის პირველი საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩს სლოვაკური “ჟილინას“ წინააღმდეგ ქუთაისში გამართავს. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.
www.fctorpedo.ge