სარეკლამო ადგილი - 1
970 x 90
ფეხბურთი

16:21 | 19.12.2013 | ნანახია [] - ჯერ

“ტორპედო”: ამას უკვე კრიზისი აღარ ჰქვია

 

ხუთშაბათს, მე-18 ტურით, ეროვნული საფეხბურთო ჩემპიონატის საშემოდგომო ეტაპი დამთავრდა. “ტორპედო” კვლავ დამარცხდა. ამჯერად გამანადგურებელი ანგარიშით. ვეტერინარებმა ქუთათურებს 5 უპასუხო გოლი გაუტანეს. ეს “ტორპედოს” მერვე წაგებაა ბოლო 9 შეხვედრაში. “ვიტ ჯორჯიამ” კი წინა ტურში “დინამოსთან” სენსაციურ გამარჯვებას “ტორპედოს” რბევა მოაყოლა და მე-6 ადგილზე მყოფ “მეტალურგს” მხოლოდ 1 ქულით ჩამორჩება.

მალხაზ ჟვანიამ თავის ყოფილ გუნდს - “მერანს” მოუგო. “ჩიხურა” და “სიონი” ერთმანეთს მშვიდობიანად დაშორდნენ. “სპარტაკმა” და “დილამ” კი ერთმანეთს გოლი ვერ გაუტანეს, თუმცა ამ ფრით გორელებმა 28 ქულა მოაგროვეს და ისევ მე-3 ადგილზე დადგნენ.

 

ჩიხურა (საჩხერე) – სიონი (ბოლნისი) 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გიორგი რეხვიაშვილი (47), 1:1 გიორგი განუგრავა (80)

გაძევება: გიორგი რეხვიაშვილი (90) 

 

მერანი (მარტვილი) – დინამო (თბილისი) 0:2 (0:1)

გოლები: 0:1 გიორგი მერებაშვილი (24), 0:2 დარკო გლიშიჩი (72) 

 

ვიტ ჯორჯია (თბილისი) – ტორპედო (ქუთაისი) 5:0 (2:0)

გოლები: 1:0 ლევან კუხალეიშვილი (6), 2:0 გიორგი ჯანელიძე (41), 3:0 ელგუჯა ლობჯანიძე (72), 4:0 ნოდარ იაშვილი (79), 5:0 ნიკა საიჭინავა (83) 

 

სპარტაკი (ცხინვალი) – დილა (გორი) 0:0

 

18 დეკემბერი

 

ზუგდიდი – მეტალურგი (რუსთავი) 1:0 (0:0)

გოლი: 1:0 შოთა ლომია (78) 

 

გურია (ლანჩხუთი) – ზესტაფონი 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 გიორგი ადამია (პენ, 29)

 

1           დინამო                       18              13             3            2               42:13                42
2 ჩიხურა 18 10 5 3 35:22 35
3 დილა 18 7 7 4 23:15 28
4 გურია 18 9 0 9 20:25 27
5 სიონი 18 7 6 5 22:19 27
6 მეტალურგი 18 7 5 6 23:23 26
7 ზესტაფონი 17 7 4 6 19:15 25
8 ვიტ ჯორჯია 18 7 4 7 25:23 25
9 ტორპედო 18 6 4 8 19:24 22
10 სპარტაკი 17 4 2 11 13:24 14
11 ზუგდიდი 18 3 5 10 8:24 14
12 მერანი 18 4 1 13 14:36 13

            

მეგოლეები:

12 – დიმიტრი ტატანაშვილი (“ჩიხურა”)

9 – დორინ გოგა (“დინამო”), ირაკლი მოდებაძე (“დილა”)

8 – ჩისკო მუნიოსი (“დინამო”)

6 – ვილი ისიანი (“გურია”), თორნიკე კაპანაძე (“ტორპედო”)

სარეკლამო ადგილი - 26
250 x 500
0.112548