"ტორონტოს" 2016 წელს გასამართი "All Star"-ის მასპინძლობა სურს და უახლოეს პერიოდში ნბა-ში ოფიციალურ განაცხადს შეიტანს ამის თაობაზე”, - იტყობინება thestar.com. კანადელებს სურთ, ორგანიზება გაუკეთონ 3 წლის შემდეგ გასამართ ყველა ვარსკვლავთა უქმეებს და ეს თარიღი დაამთხვიონ "რაპტორზის" შექმნის 20-წლიან იუბილეს.
შეგახსენებთ, რომ 2014 წელს "All Star"-ს ნიუ ორლეანი უმასპინძლებს, ხოლო 2015 წლის ყველა ვარსკვლავთა უიქ-ენდის გამართვისთვის ერთმანეთს ორი ნიუიორკული კლუბი ეცილება - "ნიუ იორკ ნიქსი" და "ბრუკლინ ნეთსი".
გიორგი ბარბაქაძე