მსოფლიო რეიტინგსიის პირველმა ნომერმა სერენა უილიამსმა წლეულს თავისი მეცხრე ფინალი ჩაატარა და მერვე ტიტული მოიგო. ტორონტოს შეჯიბრების გადამწყვეტ მატჩში სერენამ კლასიფიკაციის 27-ე ნომერ სორანა კირსტეას იოლად, 6:2, 6:0 მოუგო და 900 სარეიტინგო ქულასთან ერთად 426 ათასი დოლარიც დაიმსახურა.
23 წლის რუმინელის წინააღმდეგ თამაშისას უილიამს-უმცროსმა 6 ბრეიკი, ერთი ეისი შეასრულა და კირსტეასთან პირად შეხვედრებში 3:0 დაწინაურდა. ტორონტოს ტურნირის წლევანდელმა ფინალმა მხოლოდ საათსა და 5 წუთს გასტანა.
აქვე იმასაც მოგახსენებთ, რომ სერენა უილიამსმა წლეულს ერთადერთი ფინალი დოჰაში, ბელარულ ვიკტორია აზარენკასთან დათმო.