ფეხბურთი

19:22 | 13.09.2014 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: "ვიზა დამიმთავრდა და წასვლის პრობლემაც ეგ იყო"

 

საქართველოს ეროვნული ნაკრების და "გენკის" შემტევი ნახევარმცველი თორნიკე ოქრიაშვილი უკვე ბელგიაშია და გუნდთან ერთად ივარჯიშა კიდეც.

მოგეხსენებათ, ბელგიური nieuwsblad.be-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად,  ქართველი ფეხბურთელი სანაკრებო პაუზის შემდეგ კლუბს დაგვიანებით დაუბრუნდა, რამაც "გენკის" მთავარი მწვრთნელის ალექს მაკლიშის უკმაყოფილება გამოიწვია.

"მსოფლიო სპორტი" თორნიკეს ბელგიაში დაუკავშირდა და არსებული ვითარების გარკვევა სთხოვა.

თორნიკე ოქრიაშვილი: ვიზა დამიმთავრდა და წასვლის პრობლემაც ეგ იყო. გრძელვადიანი ვიზა ახლაც არ მაქვს, 15 დღიანი გამიხსნეს გუშინ.

- ბელგიურ საიტზე გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ალექს მაკლიში თქვენზე განაწყენებულია. თუ ელაპარაკეთ მას?

- ყველაფერი კარგადაა. წყენა მე ვერ ვიგრძენი. მწვრთნელს გუშინ ველაპარაკე და დღეს ვარჯიშზეც პირიქით ჩემ მიმართ კარგად იყო განწყობილი. ჩემი ბრალი არაა დროულად რომ ვერ ჩავედი, მაშინ ნაკრებში არ უნდა წამოვსულიყავი. ჩემთვის კი ნაკრებში თამაში ძალიან მნიშვნელოვანია. ეს იმას არ ნიშნავს, რომ დროულად ჩასვლა არ მინდოდა, ან ვარჯიშის გაცდენის სურვილი მქონდა, უბრალოდ სავიზო პრობლემა შემექმნა.

გიორგი ბალახაძე

0.123358