ინტერვიუები

13:37 | 2.05.2012 | ნანახია [] - ჯერ

თორნიკე ოქრიაშვილი: “ფინალში “ჩელსის” ვუქომაგებ”

“ილიჩივეცის” ქართველმა ნახევარმცველმა თორნიკე ოქრიაშვილმა უკრაინული პრემიერლიგის დარჩენილ ორ ტურზე ისაუბრა. 20 წლის ოქრიაშვილმა “ობოლონის” შემადგენლობიდან ირაკლი მესხია გამოარჩია – სწორედ “ობოლონს” ხვდება “ილიჩივეცი” ბოლოსწინა ტურში. მოკლედ, Ua-football-ზე გამოქვეყნებული პატარა ინტერვიუ:
- აუტსაიდერთან სათამაშოდ განწყობა რთულია?
- უკრაინაში ყველასთან რთულია თამაში, თუმცა ჩვენ მოგება გვსურს და განწყობაც შესაბამისია. უნდა გავიმარჯვოთ.
- “ობოლონი” გასავარდნ ზონაშია. შეგიძლიათ, ამ გუნდის ძლიერ მხარეები დაასახელოთ?
- გუნდს გავარდნა არ სურს და კბილებით იბრძოლებს, თუმცა ჩვენც მოსაგებად გავალთ მინდორზე.
- “ობოლონის” რომელ ფეხბურთელს გამოარჩევდით?
- ირაკლი მესხიას.
- ლიგაში დარჩენის საკითხი წარმატებით გადაწყვიტეთ. დარჩენილ ტურებში მიზნად რას ისახავთ?
- მარტივი მიზანია: მინდორზე გავიდეთ და ვითამაშოთ.
- რას იტყვით ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ მატჩებზე?
- არ მეგონა, “რეალი” და “ბარსელონა” ფინალს მიღმა თუ დარჩებოდნენ.
- ფინალში რას ელით?
- “ჩელსის” ვუქომაგებ.

 

0.120641