ჭიდაობა

11:55 | 17.10.2011 | ნანახია [] - ჯერ

თორმეტი მედალი სამბისტებისგან
საქართველოს ახალგაზრდა და ჭაბუკთა ნაკრების წევრებმა სამბოში წარმატებულად იჭიდავეს ლატვიის დედაქალაქ რიგაში 13-16 ოქტომბერს გამართულ მსოფლიო პირველობაზე.
ორივე ნაკრების საერთო მონაგარი ჯამში 5 ოქროს, 4 ვერცხლისა და 3 ბრინჯაოს მედალია. აღსანიშნავია, რომ ბრინჯაოს მედალი ახალგაზრდა გოგონათა შორისაც მოვიპოვეთ.
ბიჭებს შორის ორივე ასაკის ნაკრებები გუნდურ ჩათვლაში მე-2 ადგილზე გავიდნენ რუსეთის გუნდების შემდეგ.
ქართველი სამბისტები თბილისის სართაშორისო აეროპორტში დღეს, კიევი-თბილისის რეისით 17:10 წუთზე ჩამოფრინდებიან.
 
 
მსოფლიო პირველობა სამბოში. 13-16 ოქტომბერი
ახალგაზრდები
2 ოქრო - გიორგი ნოზაძე (90 კგ), სლავა რეზესიძე (+100)
3 ვერცხლი - ვახტანგ ჩიდრაშვილი (57 კგ), თორნიკე თათარაშვილი (62 კგ), ლაშა ზურაბიანი (82 კგ)
 
ჭაბუკები
3 ოქრო - მიხეილ მეზურნიშვილი (70 კგ), გიორგი ბიწაძე (75 კგ), ალექსანდრე მილდიანი (87 კგ).
1 ვერცხლი - ბექა ტუღუში (65 კგ)
2 ბრინჯაო - აბესალომ ვაშაყმაძე (52 კგ), გაგა ჯიხვაძე (+ 87 კგ)
 
გოგონები
1 ბრინჯაო - შორენა შარაძე (64 კგ)
 
სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური
0.116764