სერია A-ში ზედიზედ 5 თამაშის მოგების შემდეგ, „მილანს“ ევროპის ლიგაზე გასვლის იმედი გაუჩნდა, მაგრამ ბოლო 3 მატჩში 2-ჯერ წაგების გამო, კლარენს ზეედორფის გუნდს ევროტურნირზე მოხვედრის მიზერული შანსი აქვს.
ბოლოსწინა ტურში „მილანი“ ბერგამოს ეწვია და 5-მატჩიანი მოუგებელი სერიის მქონე „ატალანტასთან“ უქულოდ დარჩა. შეხვედრაში სამივე გოლი მასპინძლებმა გაიტანეს. 51-ე წუთზე, მარცხენა ფლანგიდან მუნტარის ჩაწოდების შემდეგ, ბურთი საკუთარ კარში ბელინიმ ჩაჭრა. უმოტივაციო „ატალანტამ“ ანგარიში 68-ე წუთზე გაათანაბრა, როდესაც კონსტანტმა კარმონა საკუთარ საჯარიმოში წააქცია, ხოლო დენისმა თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა. მიმდინარეობდა მსაჯის მიერ დამატებული მე-6 წუთი, როდესაც „ატალანტას“ ბოლო შეტევის დროს ბრიენცამ დაახლოებით 25 მეტრიდან შესანიშნავად დაარტყა და ბრწყინვალე გოლით „მილანის“ ევროტურნირზე გასვლის ბედი „ტორინოსა“ და „პარმას“ მიანდო.
ბოლო ტურის წინ სერია A-ში რომ რაღაც ინტრიგა მაინცაა შემორჩენილი, ამის მიზეზი „ტორინოსა“ და „პარმას“ შორის დაფიქსირებული შედეგია. იმ შემთხვევაში, თუ ტურინელები მოიგებდნენ, ევროპის ლიგის საგზურს გაინაღდებდნენ, ხოლო „პარმას“, „მილანსა“ და „ვერონას“ ევროსაგზურის გარეშე დატოვებდნენ. საქმე სწორედ აქეთ მიდიოდა - 42-ე წუთზე იმობილემ ანგარიში გახსნა, ხოლო 64-ე წუთზე სტუმრები რიცხობრივ უმცირესობაში დარჩნენ. თუმცა, 71-ე წუთზე, ბიაბიანიმ კასანოს გაცუდებულ თერთმეტმეტრიანს ზუსტად დაამატა, ხოლო ორ წუთში მოედნიდან მასპინძელთა ლიდერი, ჩირო იმობილე გააძევს. შეხვედრა ფრედ დასრულდა და ბოლო ტურის წინ, ევროზონაში მყოფი „ტორინო“ „პარმას“ ერთი, ხოლო „მილანსა“ და „ვერონას“ ორ-ორი ქულით უსწრებს.
38-ე ტურში „ტორინო“ „ფიორენტინას“ ეწვევა, „პარმა“ „ლივორნოს“ უმასპინძლებს, ხოლო „მილანი“ „სასუოლოს“ დაუხვდება. სამივე გუნდს უმოტივაციო მეტოქე ჰყავს. იტალიაში მოქმედი წესების თანახმად, თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა ურთიერთშეხვედრებს მიენიჭება. ამ კომპონენტში, „მილანი“ „ტორინოს“ სჯობს, მაგრამ „პარმას“ ჩამორჩება. „პარმასა“ და „ტორინოს“ შორის კი უპირატესობა ჯვაროსნებს აქვთ.
37-ე ტურმა სერია B-ში გავარდნილი სამივე გუნდის ვინაობა გამოავლინა. ამის მიზეზი ისაა, რომ გასავარდნ ზონაში მყოფი „ბოლონიასა“ და „კატანიას“ მატჩში სტუმრებმა იმარჯვეს, „კიევომ“ „კალიარი“ დაამარცხა, ხოლო „სასუოლომ“ 3 ქულა „ჯენოასთან“ აიღო. ამრიგად, მომდევნო სეზონიდან ქვედა დივიზიონში „ლივორნო“, „ბოლონია“ და „კატანია“ ითამაშებენ.
ადგილების გადანაწილებაზე ვერ იმოქმედებდა პირველ ორ პოზიციაზე მყოფი გუნდის დაპირისპირება, რადგან „იუვე“ უკვე ჩემპიონია, ხოლო „რომას“ მე-2 ადგილი განაღდებული აქვს. თუმცა, „იუვენტუსს“ შანსი აქვს გახდეს პირველი გუნდი სერია A-ს ისტორიაში, რომელიც ერთ სეზონში 100 ქულას მოაგროვებს. ამ შანსის შესანარჩუნებლად ტურინელებს რომში არ უნდა წაეგოთ. ანტონიო კონტეს გუნდმა გეგმა გადაჭარბებით შეასრულა და ოსვალდოს მიერ 94-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით მოიგო. 100 ქულის მისაღწევად „იუვეს“ „კალიარისთან“ საშინაო მატჩში არწაგება მართებს. ისიც უნდა ითქვას, რომ 99 ქულა სერია A-ს ისტორიაში უკვე რეკორდია.
ატალანტა-მილანი 2:1 (0:0)
ბერგამო, “ატლეტი აძური” 14000
ატალანტა (4-4-1-1): კონსილი, რაიმონდი, ბენალუანე (დე ლუკა 68), ბელინი, ბრივიო, ბაზელი (მილიაჩო 74), ჩიგარინი, კარმონა, ბონავენტურა, მორალესი (ბრიენცა 88), დენისი.
მწვრთნელი: სტეფანო კოლანტუანო.
მილანი (4-3-1-2): ამელია, დე შილიო, რამი, მექსე, კონსტანტი, მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი (ტაარაბტი 76), ჰონდა (ელ შაარავი 46), ბალოტელი, კაკა (პაცინი 80).
მწვრთნელი: კლარენს ზეედორფი.
გოლები: 0:1 ბელინი (51, ს.კ.), 1:1 დენისი (68, პენ), 2:1 ბრიენცა (90+6).
გაფრთხილებები: რაიმონდი 69, მილიაჩო 85 - მექსე 69, ტაარაბტი 90+3.
მსაჯი: ნიკოლა რიცოლი.
ბურთის ფლობა: 51%-49%, დარტყმა: 17 (3)-20 (2), კუთხური: 4-5, თამაშგარე: 3-3, სეივი: 1-1, ჯარიმა: 7-10.
ბოლონია-კატანია 1:2 (0:1)
ბოლონია, “რენატო დალ არა” 21000
ბოლონია (3-4-2-1): კურჩი, ანტონსონი, ნატალი, სორენსენი (კრისტალდო 36), გარიკსი, ფრიბერგი, კრინი (იბსონი 46), მორლეო, ხრისტოდულოპულოსი, კონე, ბიანკი (აკვაფრესკა 62).
მწვრთნელი: დავიდე ბალარდინი.
კატანია (4-3-3): ფრიზონი, პერუცი, გიომბერი, როლინი, მონსონი, ისკო, რინაუდო, ბარიენტოსი (პლაზილი 56), ლეტო (ბელუსკი 64), ბერგესიო, კასტრო (ბირაგი 76).
მწვრთნელი: მაურიციო პელეგრინო.
გოლები: 0:1 მონსონი (22), 1:1 მორლეო (79), 1:2 ბერგესიო (84).
გაფრთხილებები: კონე 21, ბიანკი 45+1, ხრისტოდულოპულოსი 49 - პერუცი 5, რინაუდო 34, ფრიზონი 62.
გაძევებები: პაპონი 85 - პერუცი 29.
მსაჯი: ჯანლუკა როკი.
ბურთის ფლობა: 64%-36%, დარტყმა: 26 (6)-11 (3), კუთხური: 11-1, თამაშგარე: 4-2, სეივი: 1-5, ჯარიმა: 16-16.
კალიარი-კიევო 0:1 (0:0)
კალიარი, “სანტ ეტლია”
კალიარი (4-3-1-2): ავრამოვი, პერიკო, როსეტინი, ასტორი, მურუ (აველარი 74), დესენა, ტაბანელი, ერიკსონი (იბრაიმი 83), კოსუ, იბარბო, საუ (ლოი 89).
მწვრთნელი: ივო პულგა.
კიევო (4-3-1-2): აგაცი, სარდო (ფრეი 14), სეზარი, დაინელი, დრამე, გუანა, რიგონი (გუარენტე 74), რადოვანოვიჩი, ჰეტემაი, პალოსკი, ტერო (რუბინი 84).
მწვრთნელი: ეუჯენიო კორინი.
გოლი: 0:1 დაინელი (72).
გაფრთხილებები: მურუ 20, იბარბო 83 - რიგონი 35, პალოსკი 90+3.
მსაჯი: დანიელე დოვერი.
ბურთის ფლობა: 60%-40%, დარტყმა: 11 (3)-12 (3), კუთხური: 8-3, თამაშგარე: 0-4, სეივი: 2-3, ჯარიმა: 11-18.
ლივორნო-ფიორენტინა 0:1 (0:0)
ლივორნო, “არმანდო პიჩი”
ლივორნო (4-3-3): ანანია, ჩეკერინი (პიჩინი 67), რინაუდო, ემერსონი, კასტელინი (ბორხა 58), ბიაჯანტი, მოსკერა, დუნკანი (ბენასი 62), სილიგარდი, ბელფოდილი, მესბა.
მწვრთნელი: დავიდე ნიკოლა.
ფიორენტინა (4-3-1-2): როზატი, რონკალია, როდრიგესი, სავიჩი, ვარგასი, ამბროზინი, აკვილანი, ვალერო (ფერნანდესი 85), ილიჩიჩი (როსი 55), მატოსი (პისარო 46), კუადრადო.
მწვრთნელი: ვინჩენცო მონტელა.
გოლი: 0:1 კუადრადო (57).
გაფრთხილებები: კასტელინი 11, ჩეკერინი 45, მოსკერა 78, ბელფოდილი 89, ბენასი 90, ბორხა 90+2 - მატოსი 28, ვარგასი 45+1, რონკალია 81.
გაძევება: ბორხა 90+3.
მსაჯი: პიერო ჯაკომელი.
ბურთის ფლობა: 40%-60%, დარტყმა: 6 (2)-9 (3), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 5-3, სეივი: 2-2, ჯარიმა: 25-17.
სასუოლო-ჯენოა 4:2 (1:1)
რეჯო ემილია, “ჩიტა დელ ტრიკოლორე” 13000
სასუოლო (4-3-3): პეგოლო, როზი (მენდესი 61), ანტეი, კანავარო, ციგლერი, ბრიგი (სანსონე 64), მანიანელი, ბიონდინი (მისიროლი 85), ბერარდი, ძაძა, ფლორო.
მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო.
ჯენოა (4-4-2): პერინი, ანტონინი, გამბერინი (ფეტფაციდისი 69), ბურდისო, ანტონელი, ვრსალჟკო, ბერტოლაჩი (დე მაიო 70), კაბრალი, სენტურიონი, კალაიო (კონატე 79), ჯილარდინო.
მწვრთნელი: ჯან პიერო გასპერინი.
გოლები: 1:0 ფლორო (16), 1:1 კალაიო (40), 2:1 ბიონდინი (66), 2:2 კაბრალი (76), 3:2 სანსონე (86), 4:2 ფლორო (89).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: ბერარდი 64, ანტეი 90+1 - ჯილარდინო 40, კაბრალი 49, ჯილარდინო 78, ბურდისო 81, ანტონელი 90+5.
გაფრთხილებები: ბერტოლაჩი 32.
მსაჯი: ანდრეა ჯერვაზონი.
ბურთის ფლობა: 48%-52%, დარტყმა: 18 (11)-8 (3), კუთხური: 8-2, თამაშგარე: 3-2, სეივი: 1-7, ჯარიმა: 11-16.
სამპდორია-ნაპოლი 2:5 (1:3)
გენუა, “ლუიჯი ფერარისი” 22000
სამპდორია (4-2-3-1): ფიორილო, დე სილვესტრი, მუსტაფი, გასტალდელო, რეჯინი, პალომბო, კრსტიჩიჩი (რენანი 58), გაბიადინი (სანსონე 64), სორიანო, ედერი, ლოპესი (ვსზოლეკი 80).
მწვრთნელი: სინიშა მიხაილოვიჩი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა (დობლასი 79), მაჯო, ფერნანდესი, მესტო, რევეილერი, ჟორჟინიო, ინლერი, კალიეხონი (ზუნიგა 72), ჰამშიკი (მერტენსი 65), ინსინიე, საპატა.
მწვრთნელი: რაფაელ ბენიტესი.
გოლები: 0:1 საპატა (19), 0:2 ინსინიე (26), 1:2 ედერი (30), 1:3 კალიეხონი (32), 1:4 ჰამშიკი (47), 1:5 მუსტაფი (61, ს.კ.), 2:5 ვსზოლეკი (88).
გაფრთხილება: მუსტაფი 63.
მსაჯი: დანიელე ჩიფი.
ბურთის ფლობა: 53%-47%, დარტყმა: 28 (10)-9 (5), კუთხური: 6-3, თამაშგარე: 4-2, სეივი: 0-8, ჯარიმა: 11-12.
ტორინო-პარმა 1:1 (1:0)
ტურინი, “ოლიმპიკო” 16000
ტორინო (3-4-1-2): პადელი, ბოვო, გლიკი, მორეტი, მაქსიმოვიჩი, კურტიჩი, ელ კადური (მეჯორინი 87), დარმიანი, ვივესი (ტაჩციდისი 84), ჩერჩი, იმობილე.
მწვრთნელი: ჯამპიერო ვენტურა.
პარმა (4-3-3): მირანტე, კასანი, პალეტა, ლუკარელი, მოლინარო (სკელოტო 46), აკვა, მარკიონი (ამაური 78), პაროლო, ბიაბიანი, კასანო (ობი 84), გობი.
მწვრთნელი: რობერტო დონადონი.
გოლები: 1:0 იმობილე (42), 1:1 ბიაბიანი (71).
გამოუყენებელი თერთმეტმეტრიანი: კასანო 71.
გაფრთხილებები: ბოვო 50, იმობილე 64, გლიკი 70 - პაროლო 61, აკვა 89.
გაძევებები: იმობილე 73 - ლუკარელი 64.
მსაჯი: ანტონიო დამატო.
ბურთის ფლობა: 44%-56%, დარტყმა: 16 (1)-18 (4), კუთხური: 5-3, თამაშგარე: 7-0, სეივი: 3-0, ჯარიმა: 7-14.
რომა-იუვენტუსი 0:1 (0:0)
რომი, “ოლიმპიკო”
რომი (4-3-3): სკორუპსკი, ტოროსიდისი, ბენატია (ტოლოი 71), კასტანი, ბასტოსი, პიანიჩი, დე როსი (ტადეი 55), ნაინგოლანი, დესტრო (ფლორენცი 79), ტოტი, ჟერვინიო.
მწვრთნელი: რუდი გარსია.
იუვენტუსი (3-1-4-2): სტორარი, ბარძალი (კასერესი 74), კიელინი, ბონუჩი, პირლო, ლიხტშტაინერი, პადოინი (მარკიზიო 83), პოგბა, ასამოა, ტევესი, ლიორენტე (ოსვალდო 75).
მწვრთნელი: ანტონიო კონტე.
გოლი: 0:1 ოსვალდო (90+4).
გაფრთხილებები: დესტრო 47, პიანიჩი 59, ტოტი 87, ტოროსიდისი 90 - კიელინი 21.
მსაჯი: კარმინე რუსო.
ბურთის ფლობა: 58%-42%, დარტყმა: 18 (7)-11 (5), კუთხური: 5-5, თამაშგარე: 1-2, სეივი: 4-7, ჯარიმა: 19-13.