ფეხბურთი

12:22 | 5.11.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი ვარჯიშზე დაშავდა

“ჩელსის” ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა ტრავმა მიიღო. Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელი ლონდონური კლუბის ერთ-ერთი ბოლო ვარჯიშისას დაშავდა, მაგრამ ჯერ დასაზუსტებელია, რამდენად სერიოზულადაა საქმე.

ერთადერთი, რაც ამ ეტაპზე გაცხადდა, ისაა, რომ “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის მატჩს “შალკეს” წინააღმდეგ დიდი ალბათობით ტორესის გარეშე ჩაატარებს. თავდამსხმელს სრულყოფილ გამოკვლევას დღეს ჩაუტარებენ და სავარაუდოდ მედიკოსების დასკვნაც დღესვე გახდება ცნობილი.

 

 

0.119465