ფეხბურთი

11:03 | 15.06.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტორესი: “მოურინიოს გვერდით ბევრს მივაღწევ”

ლონდონის “ჩელსის” თავდამსხმელი ფერნანდო ტორესი კლუბში ახალი მთავარი მწვრთნელის, ჟოზე მოურინიოს მისვლით ძალიან კმაყოფილია და თავის საკლუბო პერსპექტივასაც უფრო ოპტიმისტურად უყურებს.

“ჟოზესთან ერთად ახალი გამოწვევები გველის და დარწმუნებული ვარ, თავს კარგად გავართმევთ. ამ მწვრთნელს ბევრ ძლიერ ფეხბურთელზე მეტი ტიტული აქვს მოპოვებული. მასთან ერთად მუშაობა იმედს მაძლევს, რომ ჩემს შესაძლებლობებს მაქსიმალურად გამოვავლენ. “ჩელსიში” თავს მშვენივრად ვგრძნობ და მინდა, აქ კიდევ დიდხანს ვიყო”, – განაცხადა ტორესმა ერთ-ერთ ბრიტანულ გამოცემასთან საუბრისას.

0.11378