შესაძლოა, ლონდონის “ჩელსის” ფორვარდმა ფერნანდო ტორესმა კარიერა მილანის “ინტერში” განაგრძობს. იტალიური პრესის ცნობით, “ნერაძურის” ესპანელის იჯარით აყვანა სურს.
“არისტოკრატები” ტორესის იჯარით გაშვების წინააღმდეგნი არ არიან. “ინტერის” სპორტული დირექტორი პიერო აუზილიო “ელ ნინიოს” გადაბირებაზე აქტიურად მუშაობს და დიდია ალბათობა იმისა, რომ მოლაპარაკება წარმატებით დასრულდეს. აქვე გეტყვით, რომ ტორესის გარდა, “ინტერი” ედინ ჯეკოსა (“მანჩესტერ სიტი”) და ალვარო მორატას (“რეალი”) გადაბირებითაცაა დაინტერესებული.
ინგლისის პრემიერლიგის მიმდინარე სეზონში, ტორესმა 22 მატჩი ჩაატარა და 4 გოლის ავტორი გახდა.