ჭადრაკი

13:10 | 28.04.2013 | ნანახია [] - ჯერ

ტოპალოვი ერთპიროვნულად ლიდერობს

შვეიცარიის ქალაქ ცუგში დასასრულს უახლოვდება მსოფლიოს საჭადრაკო გრან-პრის სერიის მესამე ეტაპი ვაჟთა შორის. ტურნირის დასრულებამდე 3 ტურით ადრე ერთპიროვნულად დაწინაურდა ბულგარელი ვესელინ ტოპალოვი (2771), რომელმაც 8 ტურში 5.5 ქულა მოაგროვა.

გასულ ტურში ტოპალოვმა შავი ფიგურებით რუს ალექსანდრ მოროზევიჩს (2758) სძლია, რის შემდეგაც ეს უკანასკნელი 4.0 ქულით მ-6 ადგილზე აღმოჩნდა. ბულგარელს 0.5 ქულით ჩამორჩება უკრაინელი რუსლან პონომარიოვი (2733), ხოლო შემდეგ 4.5-4.5 ქულით იტალიელი ფაბიო კარუანა (2772) და რუსი სერგეი კარიაკინი (2786) მოდიან.

მე-9 ტურში ტოპალოვი აზერბაიჯანელ შაჰრიარ მამედიაროვს (2766) ეთამაშება, პონომარიოვი – ბოლოადგილოსან ტეიმურ რაჯაბოვს (აზერბაიჯანი, 2793), კარუანა – გატა კამსკის (აშშ, 2741), ხოლო კარიაკინი – პეტერ ლეკოს (უნგრეთი, 2744).

0.120282