კალათბურთი

18:48 | 6.08.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პარკერმა „სან ანტონიო სპურსთან“ ახალი 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა

 

ცნობილმა ფრანგმა კალათბურთელმა, „სან ანტონიო სპურსისა“ და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების წევრმა ტონი პარკერმა „სპურსთან“ ახალი 3 წლიანი კონტრაქტი გააფორმა და 3 წლის განმავლობაში 45 მილიონ აშშ დოლარს მიიღებს. ამის შესახებ „სან ანტონიო სპურსის“ ვებგვერდი იტყობინება.

„მიყვარს ეს კლუბი, მომწონს ქალაქი სან ანტონიო და აქაური გულშემატკივრები. აღნიშნულიდან გამომდინარე ძალიან მიხარია, რომ „სპურსთან“ ახალი კონტრაქტი გავაფორმე და კარიერასაც აქ დავასრულებ...“ - განაცხადა ტონი პარკერმა.

შეგახსენებთ, რომ ნბა-ს 2001 წლის დრაფტზე პარკერი „სპურსმა“ 28-ე ნომრად აიყვანა, რომელსაც ამის შემდეგ კლუბი აღარ გამოუცვლია. 2013-14 წლების საკალათბურთო სეზონში პარკერი „სპურსთან“ ერთად მეოთხედ გახდა ნბა-ს ჩემპიონი.

0.116992