კალათბურთი

19:57 | 24.03.2014 | ნანახია [] - ჯერ

ტონი პარკერი “ვილერბანის” ყიდვას აპირებს

საფრანგეთისა და ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო კალათბურთელი, “სან ანტონიო სპურსის” გამთამაშებელი ტონი პარკერი, საფრანგეთის ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე “ვილერბანის” ყიდვას აპირებს, პარკერს 2009 წლიდან “ვილერბანის” ვიცე-პრეზიდენტის პოსტი ეკავა და კლუბის აქციათა 10 პროცენტს ფლობდა.

“მიმდინარე წლის მაისის ბოლოს “ვილერბანის” პრეზიდენტი გავხდები. ჩემი მიზანია კლუბი ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი გახდეს”, - ამბობს პარკერი.

“ვილერბანი” საფრანგეთის 17-გზის ჩემპიონია, რომელმაც ეს ტიტული ბოლოს 2009 წელს მოიგო.

პარკერი 2011 წელს ნბა-ში ლოკაუტის დროს “ვილერბანში” თამაშობდა.

0.064185