რაფაელ ნადალის ბიძამ და ამავდროულად მთავარმა მწვრთნელმა ტონი ნადალმა, პრესკონფერენციაზე ყოფილი ჩოგბურთელი კრისტოფ როხუსი გააკრიტიკა. შეგახსენებთ, რომ ტანმორჩილმა ბელგიელმა, რამოდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ჟურნალთან ინტერვიუში, რაფაელს ბრალი დასდო აკრძალული სტიმულატორების გამოყენებაში.
"რა უნდა ვთქვა, არც ვიცი... კრისტოფ როხუსი ხამი, უვიცი და უტაქტო ტიპია. რატომ ვლაპარაკობ მასზე ასე უხეშად? მან, ასეთი ბრალდების შემდეგ, აუცილებლად უნდა წარადგინოს დამამტკიცებელი ფაქტები და მხოლოდ საკუთარი მოსაზრების ფონზე არ იმსჯელოს. როხუსმა მშვენივრად იცის, რომ ნადალს არასდროს გამოუყენებია აკრძალული პრეპარატები და არც არასდროს მიმართავს ამ გზას. კრისტოფერი დაბოღმილი იდიოტის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელმაც კარიერა წარუმატებლად დაასრულა", - ციტირებს ტონის სიტყვებს ესპანური გაზეთი Marca..