34 წლის გერმანელი ჩოგბურთელი ტომი ჰაასი და მისი 28 წლის სერბი კოლეგა იანკო ტიპსარევიჩი შტუტგარტის ტურნირის დაწყებამდე საჰაერო ატრაქციონზე გაერთნენ, რომელიც თავისუფალ ვარდნას მოგვაგონებს, რის შემდეგაც, საკუთარი შთაბეჭდილებები ჟურნალისტებს გაუზიარეს.
“თავისუფალი ვარდნის შეგრძნება საოცარია! ალბათ, ყველა ადამიანს სურს, დაფრინავდეს. სანამ ქალიშვილი შემეძინებოდა, პარაშუტით ხტომა ძალიან მიყვარდა, ახლა ამას აღარ ვაკეთებ. დღეს ბრწყინვალე საშუალება მომეცა, რომ თავი ისევ ჰაერში მეგრძნო. წონასწორობის დაცვა საკმაოდ რთული აღმოჩნდა, მაგრამ მოხარული ვარ, რომ ჰაერში გაჩერება მოვახერხე”, - განაცხადა ჰაასმა.
“ეს წარმოუდგენელი იყო! მეგონა, უბრალოდ სიამოვნებას მივიღებდი, მაგრამ ამისთვის ძალისხმევა დამჭირდა. მადლობა Mercedes Cup-ის ორგანიზატორებს ასეთი გართობისთვის და კარგი იქნებოდა, თუ მათ სხვა ტურნირების ორგანიზატორებიც მიბაძავდნენ. მე და ტომიმ დაუვიწყარი ემოციები შევიგრძენით. სასიამოვნოა, რომ ზოგიერთი ადამიანი ატრაქციონს სპეციალურად ჩვენს სანახავად ეწვია”, - დაამატა სერბმა.