36 წლის იტალიელი თავდამსხმელი ტომაზო როკი კარიერას სერია B-ში განაგრძობს. “ლაციოს” ლეგენდა, სეზონის ბოლომდე, “პადოვაში” ითამაშებს.
ტომაზო როკი “ლაციოში” 2004-2012 წლებში თამაშობდა. ის, რომაული გუნდის მაისურით ჩატარებული მატჩების (281) მიხედვით კლუბის ისტორიაში მე-9 ადგილს იკავებს, ხოლო გატანილი გოლებით (105), როკი მეხუთეა.
2013 წლის იანვარში, ტომაზო როკი “ინტერში” გადავიდა, საიდან წასვლის შემდეგაც, ის თავისუფალი აგენტის სტატუსით სარგებლობდა.