თამაშგარე

11:19 | 29.11.2012 | ნანახია [] - ჯერ

თომას ბერდიხის მომხიბლავი საცოლე

ჩეხი ჩოგბურთელი, თომას ბერდიხი, დიდ საფიქრალში ყოფილა ჩავარდნილი. მეჩოგნეს თურმე ვერ გადაუწყვეტია, მოიყვანოს თუ არა ცოლი, რადგან სპორტული კარიერა და არეულ-დარეული ცხოვრების გრაფიკი, ამის საშუალებას ნაკლებად აძლევს. არადა, ისეთი საცოლე ჰყავს, უნდა თუ არა, მაინც ცოლის მოყვანაზე ფიქრობს....
თომას ბერდიხის სატრფო, 20 წლის ესტერ სატოროვაა, რომელიც უკვე საკმაოდ ცნობილი მოდელია მთელს ევროპაში. ესტერის თამამი ფოტოებით არამხოლოდ “ყვითელი” ჟურნალები, არამედ მთელი ინტერნეტია გადავსებული. ამას გარდა. ჩეხი მეჩოგნის სატრფო, მრავალ ცნობილ სამოდელო სახლთანაც თანამშრომლობს
თომას ბერდიხი ირწმუნება, რომ მშვენიერ ესტერს, არც ერთხელ არ უთხოვია მისთვის ცოლად მომიყვანეო, მაგრამ ყველაფერი იქითკენ მიდის, რომ ეს ქორწინება აუცილებლად შედგება. პრობლემა კი როგორც უკვე ვთქვით, ჩოგბურთელის რთული ცხოვრებაა, სადაც ცოლის ადგილი ძნელად თუ გამოიძებნება...
 

0.173077